ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


(ადრიან დილას)

ადრიან დილას
სამარშრუტო ტაქსით
სამსახურში მიმავალს,
იმავე ტრანსპორტში
ამოსული დამის,
ერთი უბრალო გაღიმება
მისწორებს ხასიათს...

და მის ასეთ საქციელს,
იმდენივე ადგილი უჭირავს
ჩემს გონებაში,
რამდენიც ოთხად დაკეცილ
ამ ნაწერს -
- გულის ჯიბეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები