____________________________________
ახლა მე შენს ნაცვლად ყუმბარას ვიხუტებ, დახუჭულ თვალებში სველდება წარსული, ვოცნებობ მკლავებში გრძნობებად მიხურდე, ვაი რომ ძალიან შორსა ვარ წასული,
ჩვენ ორის საწოლში მარტო შენ რა გინდა? ან მე რამ დამაბა გაყინულ მიწაზე, მაშინებს უშენოდ ყოფნა და დარდი მაქვს, თორემ აქ დამარხვას იოლად ვიწამებ ,
არაფერს, ვფიცავარ არაფერს მოველი, სიკვდილსაც პატიჟით მივიღებ მარტო მე, შენ მაინც მენახე ერთხელ და ყოველი, შეშლილი აზრები შიშივით დამტოვდევებს,
არაა ნაპირი ამ ომში, ვიცი და სულ ყველას წაგვიღებს ეს სისხლის მდინარე, საცაა ძმადნაფიცთ ამოვთხრი მიწიდან, სანაცვლოდ ჩავალ და არაფერს ვინანებ
ხანდახან ვფიქრდები თუ უკან დავბრუნდი, როგორღა ჩავხედო სიცოცხლეს თვალებში, როდესაც სანგრებში მხარიმხარ ჩამბული, ყველანი ერთბაშად ჯურღმულში ჩავეშვით,
„დავბრუნდეთ“ ვბოდავ და თან ხელებს ვისერავ, „სანამ მეც წავსულვარ“ „კარები მიხურეთ“ ვვოცნებობ სიცოცხლე მასწავლო ისევ და დასერილ მკლავებში გრძნობებად მიხურდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არაა ნაპირი ამ ომში, ვიცი და სულ ყველას წაგვიღებს ეს სისხლის მდინარე, საცაა ძმადნაფიცთ ამოვთხრი მიწიდან, სანაცვლოდ ჩავალ და არაფერს ვინანებ
ხანდახან ვფიქრდები თუ უკან დავბრუნდი, როგორღა ჩავხედო სიცოცხლეს თვალებში, როდესაც სანგრებში მხარიმხარ ჩამბული, ყველანი ერთბაშად ჯურღმულში ჩავეშვით.
:( აი ეს ის ტაეპებია ჯრუანტელი რო მომგვარა. 5++
არაა ნაპირი ამ ომში, ვიცი და სულ ყველას წაგვიღებს ეს სისხლის მდინარე, საცაა ძმადნაფიცთ ამოვთხრი მიწიდან, სანაცვლოდ ჩავალ და არაფერს ვინანებ
ხანდახან ვფიქრდები თუ უკან დავბრუნდი, როგორღა ჩავხედო სიცოცხლეს თვალებში, როდესაც სანგრებში მხარიმხარ ჩამბული, ყველანი ერთბაშად ჯურღმულში ჩავეშვით.
:( აი ეს ის ტაეპებია ჯრუანტელი რო მომგვარა. 5++
3. მოვიწონე. კორექტურები მეც შევნიშნე. + მოვიწონე. კორექტურები მეც შევნიშნე. +
1. ემოციურია, მომეწონა. "ვოცნებობ", "დამტოვებს" - კორექტურებია. "დამარხვას იოლად ვიწამებ" - ეს შესაცვლელი მგონია.
ემოციურია, მომეწონა. "ვოცნებობ", "დამტოვებს" - კორექტურებია. "დამარხვას იოლად ვიწამებ" - ეს შესაცვლელი მგონია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|