ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეტო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2014


თეთრი სიყვარული

ზეცას მთვარის პერანგი უჩანს
ახლა შუადღეა.
დრო...
გზააბნეული სიზმრების
და შენ ხარ ახლა
ჩემს ფურცლებში,
ჩემს მთვარიან ცაზე...
ხავსი იმედი კი
რაღა სიმშვიდეა,
როცა გაშიშვლებას ითხოვს დასასრული.
ახლა შუადღეა,
შუა გაზაფხული
თეთრი სიყვარული
გათოვს ხეებიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები