ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


* * *

იანვრის ზეცას, ფერშეცვლილს და გამელოტებულს,
მთვარე ვუკმიე.
აგედევნები, ვით წარმართი, როგორც ურია,
იქნება მთვარეც დავიმგზავრო- ნასიზმარევი,
მთვარე, რომელიც დღენაკლულთა აბაჟურია.
აგედევნები...
წამიღებს ფიქრი ვარსკვლავებზე-კამელოტებზე,
რადგან უქმეა
და უძლური ყველა მონარქი,
როგორც მარტორქა,
ანდა გომბეშო-
სიმარტოვეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები