ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა ჯ
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


რატომ?

  რატომ ყოველთვის სიზმარში გხედავ
  ნეტავ?
  რად მოგიპყრია ჩემკენ თვალები?
  თან ჭის ფსკერივით იდუმალები 
  რატომ?
  ალბათ ფიქრობ, რომ იოლია ცხოვრება ასე
  და საკმარია 
  სიზმრად მეწვიო შენით ნაწამებს.
  ჰოდა ეს გულიც ნაღველით მთვრალი, 
  როგორც ჭაობში ძვირფასი თვალი,
  გახმეს, გაქვავდეს ოხერ-ტიალი 
  გინდა
  და მხოლოდ სიზმრად როცა ეწვევი,
  გაცოცხლდეს, აღსდგეს შენი შეხედვით
  და სიყვარული შესვას ფიალით,
  უცებ მოიკლას ვნების წყურვილი,
  ბედნიერება ოქროცურვილი
  იგრძნოს,
  გაიზიაროს ის ტკბილი და სასურველი
  ცოდვის ტრიალი!
  რატომ ყოველთვის სიზმარში გხედავ,
  ნეტავ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს