ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავრაყი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2014


**************

**************

ბედი გვაქვს ამგვარი,
ტყვიაზე უმძიმესს
სიცივეს ვუყურებთ
თვალებში საღამოს....
მთვარე რომ ფოთლებში წვება
და იძინებს,
ჩვენ მაშინ უძილო
ღამეებს ვდარაჯობთ.

ბედი გვაქვს ამგვარი...
გამთბარი სახლების
ნათელი ფანჯრების
სიმშვიდე გვანატრებს
ჩვენს ოთახს,
რომელიც ცარიელ საწოლის
და ჩვენი არ მისვლის
სიცივით ცახცახებს.

ბედი გვაქვს ამგვარი....
იმდენად შორია
მშობლების სუნთქვა
და მეგობრის იმედი,
ცხოვრება მიგორავს
და ჩვენ კი გვგონია
მიზანთან....
ან უფრო უფსკრულთან მივედით.

ბედი გვაქვს ამგვარი,
ტყვიაზე უმძიმესს
სიცივეს ვუყურებთ
თვალებში საღამოს....
მთვარე რომ ფოთლებში წვება
და იძინებს,
ჩვენ მაშინ უძილო
ღამეებს ვდარაჯობთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები