 | ავტორი: მეამბოხე ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2014 |
ცხოვრებაში ერთხელ მღერის თეთრი გედი, ეს სიცოცხლე ხომ მუდმივი თამაშია, არაფერი გამაჩნია გრძნობის მეტი, ლექსის მეტი არაფერი გამაჩნია.
გული ტირის, თითქოს ცრემლი ჩაჰღვენთია, თითქოს მასაც დასტყობია სევდა დიდი, იბადება ზოგი სადღაც, კვდება ვიღაც და ცხოვრება კვლავ თავისი ტემპით მიდის.
უსამართლოდ მეჩვენება ყოველივე, ვერაფერი ვერ გავუგე ამ ცხოვრებას, გულით სათნო ახლობელის დაკარგვისას, ძნელი არის შეეგუო განშორებას.
განშორება - ეს ხომ გრძობას ასხვაფერებს, სულს მიკვნესებს, გულს მიტირებს მწარე ბედი, მონატრება ძველ ჭრილობებს გამახსენებს, ამღერდება ისევ ობლად თეთრი გედი.
ამღერდება და თან თითქოს ჩამაფიქრებს ამ ცხოვრების და სიკვდილის რაობაზე, სიკეთის და ბოროტების საწყისებზე, გმირობის და არად ყოფნის თაობაზე.
ჩამაფიქრებს... თვალზე ცრემლი მომადგება, თავში ფიქრი მიტრიალებს ერთადერთი, დიადია წუთისოფლის განჩინება, არც კი ვიცით რას გვიმზადებს მამა ღმერთი.
არ ვიცით და მაინც ვცდილობთ მივხვდეთ მთავარს, რას გვიმზადებს ბედისწერა ეს ფარული, მაგრამ ის კი გვავიწყდება კაცთა მოდგმას, რომ ჩაწვდომა ამ სიბრძნისა არის რთული.
რთული არის და თან თითქოს მარტივია, თითქოს სული ეწაფება სიბრძნის წვდომას, მაგრამ სევდა კიაფდება თვალში ცრემლად, გულშიც კენტად შემოჭრილა შემოდგომა.
ფოთოლცვენა მეც მაშიშვლებს ხეთა მსგავსად, გრძნობას მართმევს, სულს მიშფოთებს, მკარგავს ქარში, მინდა ჩემში მოვიძიო ძალა მცირე, რომ ამოვხსნა ამოცანა ეკალ-ნარში.
ვხვდები ბოლოს, რომ ცხოვრება სპექტაკლია, ამ სპექტაკლს ქმნის უფალი და მამა ჩვენი, ყველა მოკვდავს თავის როლი გააჩნია, ღმერთის ნება არის ჩვენი განაჩენი.
24.02.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვერც მე წარმატებები .. ვერც მე წარმატებები ..
7. დიდი მადლობა, ქეთი! :)) დიდი მადლობა, ქეთი! :))
6. ლამაზია))) ++ ლამაზია))) ++
5. დიდი მადლობა ყველას. :)) დიდი მადლობა ყველას. :))
4. მე არა (( წარმატებები მე არა (( წარმატებები
2. ვხვდები ბოლოს, რომ ცხოვრება სპექტაკლია, ამ სპექტაკლს ქმნის უფალი და მამა ჩვენი, ყველა მოკვდავს თავის როლი გააჩნია, ღმერთის ნება არის ჩვენი განაჩენი.
- ჰო, ეს ბოლო განსაკუთრებით... ვხვდები ბოლოს, რომ ცხოვრება სპექტაკლია, ამ სპექტაკლს ქმნის უფალი და მამა ჩვენი, ყველა მოკვდავს თავის როლი გააჩნია, ღმერთის ნება არის ჩვენი განაჩენი.
- ჰო, ეს ბოლო განსაკუთრებით...
1. ვხვდები ბოლოს, რომ ცხოვრება სპექტაკლია, ამ სპექტაკლს ქმნის უფალი და მამა ჩვენი, ყველა მოკვდავს თავის როლი გააჩნია, ღმერთის ნება არის ჩვენი განაჩენი.
გეთანხმები! ვხვდები ბოლოს, რომ ცხოვრება სპექტაკლია, ამ სპექტაკლს ქმნის უფალი და მამა ჩვენი, ყველა მოკვდავს თავის როლი გააჩნია, ღმერთის ნება არის ჩვენი განაჩენი.
გეთანხმები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|