ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოკვდავი პოეტი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2014


უთხარი ☼

უთხარი! ყოველ წამს უთხარი რომ გიყვარს,
ეს სიტყვა არასდროს იქნება ზედმეტი
თუ ტვინი სათქმელად ვერაფერს მორიყავს
ჩუ, დაე გრძნობებმა გაგხადონ მეტყველი.

უთხარი სიმართლე სიგიჟის შესახებ,
რომ სულაც არ ნანობ დარჩენას სარკმრლთან,
რომელსაც სულ მალე ის ხელებს შეახებს
და როგორც ყოველთვის შენს ცხვირწინ დაკეტავს.

ცუდია რომ ღირსი არ არის სულ ყველა
გიყვარდეს, და ქალში არასდროს გიმართლებს ,
თუ ისევ არ ისმის პასუხი, ნუ ღელავ!
შენ მაინც ყოველთვის უთხარი ს ი მ ა რ თ ლ ე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები