 | ავტორი: მეამბოხე ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2014 |
დო-გმად ქცეულა ერთფეროვან დღეთა თამაში, დრო კი კვლავ მიჰქრის და მაშორებს თითქოს წარსულთან, მსახიობი ვარ ამ ცხოვრების სასტიკ დრამაში, თამაშში გართულს თავს მახსენებს ხსოვნა წასულთა.
რე-ალობასაც გაუხუნდა თითქოს ფერები, პაწია გული აუჩვილდა მუზას მნგოსანთა, წყვდიად ღამეში გზას იკვლევენ შენსკენ ხელები, ციდან კი ღრუბლებს ურჩად სდევნის გუნდი ფრთოსანთა.
მი-წის შვილობას გაკუთვნებდა დედაბუნება, ოცნებებისთვის ფრთების შესხმას, მიღწევას მიზნის, მაგრამ სიკვდილმა არ გაცალა შინ დაბრუნება, შენს სურათთან კი კვლავაც ჩუმი ქვითინი ისმის.
ფა-ნჯრის მინებზე კვლავაც ისმის ცეკვა წვეთების, შენს მონატრებას უმღერიან კრძალვით სონატებს, გახსოვდეს, ნოდო, კვლავაც გელის ბაღი ედემის და მონატრებას გამოვატან ნიავს მონაბერს.
”sol-edad-სავით” შემეკედლა სევდის ფერია, ამითვალცრემლა ჩემი გულის ყველა მტკაველი, სარკმელს მიღმა კი ჩიტუნები ტკბილად მღერიან, ლოცვით გაათბეს შერისხული ცოდვით მთა-ველი.
ლა-მის წამშალოს მონატრების ფანტელთა ცვენამ, სიტყვისთვის ვეღარ მომინახავს ფართო ბილიკი, უკვე დამღალა უსულგულო სახეთა ცქერამ, ყურში ჩამესმის ბოდვით სავსე უღვთო ქილიკი...
სი-ზმრად გიხილე სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარზე, თეთრით მოსილი აუხდენელ ოცნებას ჰგავდი, და როგორც მაშინ, არ ვყოფილვარ არასდროს ასე, შორი ნათებით მოელვარე, მზესავით მწვავდი.
ნო-ტი ხარ მერვე, ჰარმონია სივგრცეში ჰანგთა, ჩვენი არსობის ტკივილი და ფიქრთა დინება, სარკმელს მიღმა კი კვლავაც ისმის კივილი ქართა, ჭეშმარიტების ისევ მიჭირს თითქოს მიგნება...
ჩუმად ვღიღინებ ნოტთა გამის ჰანგებს მრავალფერს, ქარის კივილში თითქოს აზრიც უღვთოდ მიწყდება, მერვე ნოტს შემდეგ აღარც ველი უკვე არაფერს, დო-გმად ქცეული ჰანგები კი ახლივ იწყება.
იწყება კვლავაც უშენოდ და თან შენთან ერთად, მძინარე გრძნობას კვლავაც აკრავს ტკივილის ფერი, შორ გზაზე მავალს შეგწეოდეს ლოცვანი ერთა, სანთლებად გექცეს ანარეკლი გრძნობათა მტვერის...
10.09.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მამამისის ცრემლიანი სიტყვები მახსენდება ხოლმე, "იმხელა სიჩქარე,მაინც როგორ აიღოო?" მართლა, როგორ? მამამისის ცრემლიანი სიტყვები მახსენდება ხოლმე, "იმხელა სიჩქარე,მაინც როგორ აიღოო?" მართლა, როგორ?
2. ამბობენ, "შემთხვევით არაფერი ხდებაო" და ალბათ არც ეს იყო შემთხვევითი... :( როცა ნოდო გარდაიცვალა, მეც ძალიან უცნაური რამ დამემართა... მან მე სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე ჩამაფიქრა, გარდამტეხი რგოლი გახდა ჩემს ცხოვრებაში. მასწავლა, რომ ადამიანმა ამქვეყნიური არსებობის ყოველი წამი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო...:( ახლაც ძალიან მიჭირს მასზე უცრემლოდ საუბარი... ;( ღმერთმა გაანათლოს მისი სული... ;( ამბობენ, "შემთხვევით არაფერი ხდებაო" და ალბათ არც ეს იყო შემთხვევითი... :( როცა ნოდო გარდაიცვალა, მეც ძალიან უცნაური რამ დამემართა... მან მე სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე ჩამაფიქრა, გარდამტეხი რგოლი გახდა ჩემს ცხოვრებაში. მასწავლა, რომ ადამიანმა ამქვეყნიური არსებობის ყოველი წამი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო...:( ახლაც ძალიან მიჭირს მასზე უცრემლოდ საუბარი... ;( ღმერთმა გაანათლოს მისი სული... ;(
1. :( მიძღვნები არ მიყვარს, მაგრამ უცნაური რამ დამემართა, როცა ეს ბიჭი დაიღუპა დავწერე რაღაც...ლექსივით, მერე აღმოჩნდა რომ მე მასთან სახლში ვიყავი ნამყოფი, ლექსში კი ზუსტად ეს მეწერა: შენი ოთახი თითქოს მინახავს მეთქი. ეს ზალიან უცნაური ამბავი მგონია.
თქვენმა მიძღვნამ გამახსენა, უკაცრავად ამ კომენტარისთვის. :( მიძღვნები არ მიყვარს, მაგრამ უცნაური რამ დამემართა, როცა ეს ბიჭი დაიღუპა დავწერე რაღაც...ლექსივით, მერე აღმოჩნდა რომ მე მასთან სახლში ვიყავი ნამყოფი, ლექსში კი ზუსტად ეს მეწერა: შენი ოთახი თითქოს მინახავს მეთქი. ეს ზალიან უცნაური ამბავი მგონია.
თქვენმა მიძღვნამ გამახსენა, უკაცრავად ამ კომენტარისთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|