ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2014


* * *

ახლა ღამეა, შენ ალბათ გძინავს,
ბაგეს გიმშვენებს ანცი ღიმილი,
გარეთ კი ზეცას ღრუბელი ნისლავს,
შორით მოისმის ქარის კივილი.

ანგელოზს ვთხოვე, ენახე წამით,
შენთვის ესურვა ტკბილი სიზმარი,
შენს მშვიდ ძილს ორნი ვდარაჯობთ ღამით,
გარეთ კი ბინდთან იბრძვის ცისკარი.

არსაიდან ხმა, ძახილიც არსით,
ქალაქში კვლავაც მეფობს სიჩუმე,
უხმო სივრცეში ჩაკარგულს ფარსით
შენი ღიმილით ტკივილს მიყუჩებ.

ბინდია ისევ, აღარც ჩანს მთვარე,
ღრუბელთ ლაშქარმა ზეცა დაფარა,
შენი ღიმილი ვარსკვლავს ვადარე,
გულს რომ მიხარებს ანცი, პატარა.

შემომეპარა შენზე ოცნება,
უხილავ მნათედ ბნელი ღამისა
და მოგონება იქცა კოცნებად,
როგორც დასტური წარსულ წამისა.

თითქოს ვარსკვლავმა ჩამიკრა თვალი,
როცა ზეცისკენ მივაპყარ მზერა,
ვარ უსასრულო ნათებით მთვრალი,
გულმაც საოცრად დამიწყო ძგერა.

სულში ჩაღვრილა სითბო რამდენი
და ათინათმა სევდაც გაფანტა,
ბედის ვარსკვლავმა ცოდვის ჩამდენი
მარგალიტები ობლად დაფანტა...

ცრემლადქცეული ღამეც ილევა,
ამოფეთქდება მალე ცისკარი,
თვალის გახელით ფიქრი ირევა
თითქოს სრულდება თეთრი სიზმარიც.

დღის ტყვედ იქცევა დემონი შავი,
თავის განაჩენს კვნესით შეხვდება,
ბილიკთა მიჯნის ხმა ისმის ავი,
ხსნის ძიებაში დილაც თენდება.

თენდება... თვალს მჭრის შორი ნათება,
ქარში ზაფხულის ვიგრძენ სურნელი,
თვალწინ მიდგება შენი ხატება,
გარეთ კი ცეკვავს წვიმა სულელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები