ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2014


ბავშვობის მონატრება

ცხრა მთას, ცხრა ზღვას მიღმა ობლად ჩაკარგული,
თვალზე ცრემლმომდგარი დამშორდა,
არაფერი უთქვამს, ჩუმად გამეპარა
ჩემი უდარდელი ბავშვობა...

ხელი დამიქნია, გულში ჩამიხუტა,
გიჟმაჟი ფიქრებით ამავსო,
გამოთხოვებისას ნაზად მაკოცა და
თითქოს გულს ლახვარი დამასო...

რამდენი რამ გაჰყვა ბავშვობის ლამაზ წლებს,
ღიმილი, ოცნება ულევი,
თვალში მოციმციმე ჭინკათა ლაშქარი,
სიანცით მფეთქავი გულები...

წინ კი ცხოვრებაა ალბათ უნაპირო,
უნდა მის ფერხულში ჩავება,
ბავშვობის ლანდი კი, სინათლით მოსილი,
კვლავაც მიკაკუნებს კარებთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები