ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2014


წამოდი ვიცეკვოთ

წამოდი ვიცეკვოთ. მე ცეკვა არ ვიცი.
მასწავლე. შენს ფეხებს ავუბამ ნაბიჯებს,
თეძოზე ხელები დარცხვენით მოგხვიე,–
ვგრძნობ, შენი სხეულის მიმოხვრა მაგიჟებს.

წამოდი ვიმღეროთ. სიმღერაც არ ვიცი,
მე ჩუმად მოგისმენ, ავყვები შენს ბგერებს,
წამოდი, უბრალოდ მომეცი მაჯები,
სიცივით გათოშილს გიკოცნი ნაზ ხელებს.

წამოდი დამხატე. არც ხატვა არ ვიცი,
ფერებში სამყაროს ვშიშობ, რომ ვერ ვხედავ,
უბრალოდ, მომინდი გაყინულ ღამეში
და ამის გამხელას უღვინოდ ვერ ვბედავ...

წამოდი, მინდა რომ ჩამჭიდო ხელები,
არ გვინდა სიმღერა, ცეკვა და მხატვრობა,
ჩემს მუზას გაგაცნობ– შენთვის რომ გამხადა
პოეტი... ლექსები ნამდვილად გამოვა!

ვიცეკვეთ. ვეცადე, შენს გევრდით მემღერა,
დავხატეთ მინებზე ათასი ფიგურა,
ყრუ ღამის ქუჩები გაივსო რითმებით,
მთვარემაც დილამდე ღიმილით გვიყურა.

მერე გათოშილი ნაზად ჩაგიხუტე,
მკრთალი ვარსკვლავებიც გვიწყობდნენ ნაბიჯებს
(დრო იყო... ვინ იცის.. სადღაც, დილის ხუთი)...
იმ დღის გახსენება ამ დრომდე მაგიჟებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები