ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2014


მიყვარხარ!

მიყვარხარ უსაზღვროდ: ცამდე,
ღრუბლებს და ზეცის მიღმაც,
არასდროს დაგტოვებ გწამდეს,
ბედნიერი იყო მინდა!

მეორე ცალი ხარ სულის,
უშენოდ მე ვკვდები თითქოს,
გესმის ეს ძახილი გულის?
ჩემი სიყვარული გიხმობს...

ისე ძლიერია იგი,
ჩემებრ ბავშვური და წმინდა,
დრო კვლავ ქარზე სწრაფად მიჰქრის,
მე კი შენთან ყოფნა მინდა.

თითქოს აგედევნე ქარში,
ფიქრები ფიფქებად მათოვს,
ზამთრის სიცივისგან დაღლილს
შენი ჩახუტება მათბობს.

ფიქრში განუწყვეტლივ გიხმობ,
ვარსკვლავი მოსწყდება ციდან...
მე ბევრს აღარაფერს ვითხოვ,
მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები