ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2014


დედას

უფალს ამქვეყნად ოთხი ასო სიტყვად უქმნია
და ამ სიტყვაში ჩააქსოვა დიადი ნება,
ყოველ პატარის საფიცარი, სითბოს დამტევი,
მარად მზრუნველი სიტყვა იგი - ეს არის დედა!

დედი, შენა ხარ ბნელ გვირაბის შუქი ნათელი,
ტკბილი სევდა ხარ ამქვეყნიურ გარდასულ დღეთა,
ფიქრადქცეული ოცნება ხარ, მრავლის მნახველი,
ანცი ღიმილი, მონატრება შეფოთლილ ხეთა.

ჩემი ოცნების დიდო აზრო, რწმენავ, იმედო,
ჩემო ლამაზო და კეთილო, ცელქო ფერიავ,
რაც კი ამქვეყნად სიკეთეა ირგვლივ ყოველი,
სულყველა შენთვის ათასმაგად მისურვებია.

31.12.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები