დღეს, საქართველოს ქართველობა, ვგონებ აკლია. ჩვენ მას ვაოხრებთ გარდასული თათრის ხანივით. ეს იდეები ჯამბაზების ცრუ სპეკტაკლია და ჩვენც მივყვებით ამ ტრაგიფარსს ქარავანივით. ცხელ უდაბნოში, გაიშალა გროვა კარავთა. ყვირის კორახი და გვაცდუნებს წყეულ მითებით. ვით ღვინოები, ზღვად დასხმულნი კახურ მარანთან ყრუდ ლოცულობენ და შესთხოვენ ღმერთს ლევიტები. დღეს, ხსნას გვართმევენ, სიწმინდეებს ჭრიან დანებით! ჩვენც დავეცემით და ოქროს ხბოს ვეტაყვანებით! მეტი რა გვინდა, იბერელნო? ჩვენზე ახია. გარდასულია საქართველო თათრის ხანივით. ან ქართველობა, ან კაცობა რა ტრაბახია, თუ ამ ტრაგიფარსს, ჩვენც მივყვებით ქარავანივით? ს. ციბულსკი