ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოკვდავი პოეტი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


ზეცა

ზეცა

ისევ მთელი ღამე გიცქერ, ჰაერს სარქველებში ვლეწავ,
გხედავ მიუყვება მზერას შენსას აქაიქად სევდა,
სხივი შეგერია თმებში, მზე კი დასწვდომია ზეწარს,
მე კი ზამთარეულ ღვიძილს შენგან უკითხავად ვბედავ

რადგან წამებშია მთელი ჩვენი ბედნიერი ზეცა,
მიდის, ყველაფერი მიდის, და მეც მეშინია ამის,
მზე არ, გეფიცები თვითონ დავწვდი გაქვავებულ ზეწარს,
მე არ გაგაღვიძებ კარგო, ჩუმი ტკივილი ვარ ღამის,

ასჯერ გადაჭრილი ხე ვარ, ბოლოს ნათქვამი ვარ სიტყვა,
ყველა დაღამების ერთი აღარ გათენების დღე ვარ
და თუ ყველაფერის ნაცვლად შენთვის არაფერი მითქვამს,
ალბათ ქვეყანაზე რაც კი სიცარიელეა მე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები