ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


სამშობლოვ ჩემო

სამშობლოვ ჩემო, შენს კალთაში ავტირდე მინდა,
ქარში გაგანდო ოცნებები ტკბილი მომავლის,
ჩამოვირბინო ფეხშიშველმა ველად და მინდვრად,
სურნელი ვიგრძნო მადლით სავსე ტკბილი მოსავლის.

მინდა ჩაგიკრა, ჩაგიკონო გულში ძალუმად,
ჩიტადქცეულმა მოვიფრინო მხარე ყოველი,
თვალცრემლიანმა გიჩურჩულო ყურში მალულად,
რომ შენს დიდებას რწმენით სავსე ისევ მოველი.

ჩემო დედულო, შეგიმშრალო მინდა ცრემლები,
შენ ხომ ყველასთვის საოცნებო, ტურფა მიწა ხარ,
ზღვის პირას ისევ შრიალებენ ობლად ვერხვები
და ამ ობლობით გატანჯული ძლიერ მიყვარხარ!

მიყვარს, როდესაც ათინათებს აფრქვევს აისი,
როდესაც ზეცა ალიონზე მტრედისფერია,
სიცოცხლით სავსე გაზაფხული, თბილი მაისი
და დღე, როდესაც ბულბულები ტკბილად მღერიან.

მე ამ სიყვარულს გამოვატან შენთან ქარის ხმას,
შენზე ლოცვაში გავათენებ ღამეს ათას ერთს,
დაგესიზმრები ნიავქარად ცივი ღამისა
და შევავედრებ შენს დიდებას ზეცად მაღალ ღმერთს.

07.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები