ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანო გორგაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2014


ჯამბაზი და ინტლიგენტი

ცირკში ვარ ვუცქერ ჯამბაზს, ხალხი ხარობს ხალისია,
იცინის და ლაღობს ყველა, მოწყენისთვის არ იცლიან.
რა ჯობია ამდენ ხალხის გაღიმებულ სახის ცქერას,
ამ ჯამბაზის ოინებმაც დაავიწყა დარდი ყველას.
მაგრამ აგერ წინა რიგში ნაცნობ სახეს ვხედავ კაცის,
თქვენთვის ჭკუის სასწავლებლად მინდა გითხრათ ეგ ვინ არის,
შემდგომში რომ არ მოვტყუვდეთ და არ გვქონდეს დასანანი
და მისთანა ნაძირალებს რომ არ მივცეთ გასაქანი.
მთავრობის დიდი კაცია, ხალხზე ზრუნვა ევალება,
მაგრამ ხალხზე ზრუნვა ფიქრი მის შეგნებას არა სწვდება.
თავის განვლილ ცხოვრებისთვის მას დავარქვი ინტლიგენტი,
სუყველაფრის შემპირები მაგრამ გადამგდებზე მეტი,
კაცი ცრუ და კაცი ფლიდი, უღირსი და გულცბიერი
მხოლოდ სკამის მხოლოდ ფულის ერთგული და მადლიერი.
ჯამბაზსაც კი შეშურდება იმდენი აქვს მას ნიღაბი,
როცა უნდა კეთილია, როცა უნდა ბრძენი კაცი...
პატრიოტის, გვერდში მდგომის, ღირსეულის, გმირის ბაძვით
გადაღალა მთელი ერი სიცრუით და ყალბი შარმით.
მის ლაპარაკს რომ მოისმენს ბევრი იტყვის აი კაცი,
ძლივს არ ვნახე აზრიანი, ღირსეული, ერისკაცი,
მაგრამ ვაი ვისაც მისი სიტყვის საქმის სწამს და სჯერავს
ყველა მისი იმედები სულ ერთბაშად დაიმსხვრევა.
საქმეს უფრო ის ართულებს მისთანები მრავლად არი
და ქვეყანას ახვევია სულთმხუთავი მათი ჯარი.
ინტლიგენტებს გრიალი აქვთ ვერვინ არის შემჩერები
და ქვეყანაც მიტომ არის ტანჯვაში და სულ შავ დღეში.
მე არ ვამბობ რომ აღარ გვყავს მართლაც ინტელიგენტები
მაგრამ ცოტა ვერას ხდება თუმც იბრძვიან გამეტებით.
ათასს ასეთ ინტლიგენტებს აფერისტებს ვიგინდარებს
მირჩევნია ეს ჯამბაზი გულწრფელად რომ ხალხს ახარებს.
ჯამბაზი კი კვლავ იცინის და ხარხარებს ნეტავ რაზე?
ნეტავ მართლა სასაცილოდ და სალხენად გვქონდეს საქმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები