არდავიწყება ჩვენს დიდ წინაპრებს ჩვენ რომ ქვეყანა შემოგვინახეს, არდავიწყება ბრძოლის ჟინს ქართულს და საარაკოს მათ სიმამაცეს. შენ საქართველო ჩემო სამშობლო, თვით სამოთხეო, ედემის მხარევ, ნამდვილ გმირების და ვაჟკაცების ასი ათასი მოწამის მხარევ. მარად დიდება ქართულ გენიას: ვაჟას, ილიას, შოთა რუსთაველს... სამას არაგველთ, ცოტნე დადიანს... მათი გმირობა ჩვენ გულს გვიმაგრებს, მათ საფლავებთან მუხლს მოვიდრიკავ, ხსენებას ვეტყვი მე მოწიწებით მარადისობას წასულ რაინდებს თავიანთ ზღაპრულ ბედაურებით. მე მინდა თქვენი მარადიული დიდება იყოს ამ ქვეყანაზე, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში, გრიგალში, თქვენ საქართველო შემოგვინახეთ, არაბი, სპარსი, მონღოლი, თურქი... ყველა ცდილობდა რომ ჩავეყლაპეთ, ღმერთის შეწევნით და თქვენი ბრძოლით, მაინც გადავრჩით და მოვიტანეთ. ახლა კი, ახლა ჩვენი ჯერია უნდა ვივარგოთ ჩვენც მტრის ჯინაზე, რომ ღვთისმშობლისა წილხვედრი მიწა მარადის იყოს ამ ქვეყანაზე, რომ მარად იყოს კვლავ საქართველო კიდით-კიდემდე, მთებიდან ზღვამდე გაბრწყინებული და დიდებული როგორც ვნატრობდით, როგორც ვინატრებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არდავიწყება ჩვენს დიდ წინაპრებს ჩვენ რომ ქვეყანა შემოგვინახეს, არდავიწყება ბრძოლის ჟინს ქართულს და საარაკოს მათ სიმამაცეს. შენ საქართველო ჩემო სამშობლო, თვით სამოთხეო, ედემის მხარევ,
გულწრფელი სიტყვებია! არდავიწყება ჩვენს დიდ წინაპრებს ჩვენ რომ ქვეყანა შემოგვინახეს, არდავიწყება ბრძოლის ჟინს ქართულს და საარაკოს მათ სიმამაცეს. შენ საქართველო ჩემო სამშობლო, თვით სამოთხეო, ედემის მხარევ,
გულწრფელი სიტყვებია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|