ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეამბოხე
ჟანრი: იუმორისტული
14 ივნისი, 2014


მსოფლიო ჩემპიონატი 2010

ზრაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ცხადში ვიყავ თუ სიზმარში,
ჩემპიონატს ვადევნებდი
თვალყურს სამხრეთ აფრიკაში.

მიესალმა გუნდი ერთურთს
და იწყება ათვლა დროის,
სხვა შედეგი ჩვენ არ გვინდა,
გამარჯვება პირველ ყოვლის.

დაძაბული თამაშია,
ვერ ვპოულობ ადგილს ერთობ,
რას გვიქადის ბედისწერა,
მოვიგებთ თუ ვაგებთ, ღმერთო?

ბურთს დასდევენ ფეხბურთელნი,
არ უდებენ ერთურთს ტოლსა,
მაგრამ გოლი არ კი გააქვთ
და "გვიქრობენ ზამთრად თოვლსა".

მიიწურა თამაშის დრო,
კვლავაც ნოლია შედეგი,
წასაქცევი მოთამაშე
ნეტა ვინაა შემდეგი?

ბოლოს ერთმა ფეხბურთელმა
იმარჯვა და "დადო ლელო",
თასით ხელში, მღიმარ სახით
ცენტრში იდგა... "საქართველო"!

გაოცებულს მომხდარისგან
ვერ გამეგო რა მეხილა,
სიხარულით გულანთებულს
თვალი ფართოდ გამეხილა...

ფრიალებდა ქარში დროშა,
თვალს ვიფშვნეტდი ბედნიერი,
მწვანე მინდორს შესეოდა
კურთხეული ჩვენი ერი.

მახარებდა გამარჯვება,
დავხტუნავდი, როგორც "ნინძა",
ვმღეროდი და ვიცინოდი,
ამ სიცილში გამეღვიძა...

არსად ჩანდა ჩვენი დროშა,
გამქრალიყო ხალხიც თითქოს,
ოთხ წელიწადს სხვის კუთვნილი
თასთა თასი კვლავაც გვიხმობს.

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
სიზმრად იყო, ცხადში არა,
უიმედო მომავალი
და ქართველთა მარცხი კმარა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები