ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


ჩემო კარგო ქვეყანავ !!!

ვინ დაგწყევლა ჩემო კარგო ქვეყანავ!
სისხლში ცურვა ვინ მოგიძღვნა წილად,
ორპირი და გამყიდველი შვილები
დღესაც ყავს და მრავლად გყავდნენ წინათ.
ვით გაზარდა დედამ უმადურები,
ან რამ შექმნა, არ ჩაუდგათ გულები,
ტოტებს ჭრიან, რაზეც სხედან
ფესვებდაკარგულები!
ყველა მხრიდან ჩამოგაჭრეს, ააკვნესეს გულები.
მოგისიეს ზანგები და გზა-კვალ არეულები.
ურჯულოებს გზა გაუხსნეს,
წაიწყიმდეს სულები,
წინაპრების გმინვა ისმის
დაიჩიჩქნეთ ყურები,
ქართლის ჭირი წაიკითხეთ...
ნახეთ კვნესა ულევი,
ბევრ რამეზე გიამბობენ იქ დავითის შვილები.
დიდ ილიას დარდი ნახეთ,
ელეგია გამდნარი,
არ გვეღირსა გაღვიძება, წავიფარეთ საბანი.
ჭამენ, თქვლეფენ ღორებივით,
მოუშვიათ ქამარი,
არ ადარდებთ მომავალი
არც წარსული, თამარი...
ისტორია, წინაპრები, მათთვის არის ზღაპარი,
ეკლესია მოდა არის
და სანთელი ლამპარი.
ღვთის სახელით გვძარცვავს ყველა
საღია თუ საპყარი.
ან სამშობლო ვიღამ იცის
საიდან და სადამდის.
კვნესის გული, ვეღარ უძლებს
დანას ჩაყრილს ვადამდის,
დაჭრილ არწივს ვერ უშველით
მოღალატის წამალით.
ან ჩანგური რას უმღერის
მახინჯია სარკე,
სააკაძის ხმალიც ალბათ
ვერას იზამს ცალკე.
შადიმანი ბლომად არის
ამილახვრის კარზე,
ჩოლოყაშვილს წინ დაუდგა
მაყაშვილი გზაზე.
თიმსალმაკო ჭორებს აყრის
მელანოებს თავზე,
შველას ითხოვს დათუნები
ვინ იზრუნებს მათზე.
ვიღას ახსოვს ქეთევანი
დედოფალი ტახტზე,
არ გაცვლილი ურჯულოზე
წამებული ხატზე.
ქართლის დედა ვაჟკაცურად
აღმართული მთაზე,
სისხლი თუ არ შეისწავლე
ვერას იტყვი მასზე.
მიწა თუ არ შეიყვარე
ვერ იბრძოლებ მასზე,
რუსთაველი თუ არ იცი
ვერ გაიგებ ასე;
რომ სახელი სიცოცხლეს სჯობს, ტკივილებით სავსეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები