მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მეამბოხე
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2014
ჯიუტი ოცნება
...ნეტავ რად დამდევდა ფიქრებით გათანგულს,
რას ჩამჩურჩულებდა ჯიუტი ოცნება,
საოცარ სიზმარში ალისას დაკარგულს
ღამე გამითიეს უბადლო მგოსნებმა...
წვიმამ დამინისლა თვალები წვეთებით,
სხივები მათბობდა იმედად ხვალისა,
ცრემლებში ჩაკარგულს რა მომდის ვერ ვხვდები,
ბნელში დავაბიჯებ მთვარიან ღამისას...
შორით გამოსჭვივის ცდომილი სინათლე,
მიზიდავს მაგია ვარსკვლავთა ციალის,
ჩამესმის ჩურჩული, ვერ ვხვდები სიმართლეს,
ეს ხმა გულისაა თუ ხეთა შრიალის.
ნეტავ სად ქრებიან ცოდვილი მუზები,
კვლავაც ჩამჩურჩულებს ჯიუტი ოცნება,
საოცარ სიზმარში ალისას დაკარგულს
ღამე გამითიეს უბადლო მგოსნებმა...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
+1
+1
სინო-სანი.
2014-08-31 06:17:08
2.
მადლობა, თეა. :)
მადლობა, თეა. :)
მეამბოხე.
2014-06-18 13:13:42
1.
"ეს ხმა გულისაა თუ ხეთა შრიალის" - ეს მომეწონა :)
რითმებია სუსტი.
წარმატებები
"ეს ხმა გულისაა თუ ხეთა შრიალის" - ეს მომეწონა :)
რითმებია სუსტი.
წარმატებები
თეა თაბაგარი.
2014-06-18 01:44:26
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.06.2026 16:26:20