ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2014


შენ მხოლოდ მისთვის არ გქვია გიჟი (შთამომავლობა)

შენ მხოლოდ ჩემთვის არ გერქვა გიჟი,
მაგრამ, სამყაროს რას დააჯერებ,
გადმოგყვა ბრძოლის უბადლო ნიჭი,
თუმცა ცხელ ტყვიას,ვერ გააჩერებ.

როცა ყველაფერს ამბობდი ლექსად,
სული პოეტის შერაცხეს გიჟად,
შენ ვეღარასდროს ვერ დაბერდები,
დარჩები მუდამ ღიმილის ბიჭად.

როცა სამართალს შესწირავ სხეულს,
სიკვდილის გზაზე მდუმარედ იცდი,
გრძნობ, რომ ვერავინ ვერ გხედავს ამ დროს,
მაგრამ სუყველას მაგივრად იბრძვი.

იცდი, ძარღვებში გაწვება სისხლი,
ხედავ- მოიგე პირველი ბრძოლა,
ხოლო ანთებულ თვალების იქით,
იგრძენი შიში და ძვალთა თრთოლა.

და ელოდები სიკვდილის ეტლებს,
გაგაქროლებენ გმირთა ბანაკში,
დედამიწაზე არავინ გეძებს,
არ ატეხილა შენთვის განგაში.

გაგახსენდება ბრძოლამდე წლები,
გპირდება ძმობას ,,ერთგულთა" მასა,
ტყვიას როდესაც მიეცი მკერდი
და ერთგულება სროლამდე გაქრა.

გწამს, მარტოობის მტვერში გაბმული,
პოვებ შენს თავთან სიკვდილის მიზანს,
სიცოცხლეს ისევ ძლიერ სჭირდები,
მაგრამ წააგებს სიკვდილთან ნიძლავს.

ეცემა საფლავს ცრემლები დედის,
დატოვე ცოლი, არ ტირის შვილი,
მხოლოდ ის ხვდება- რა არის ბრძოლა,
მხოლოდ ის ხვდება- ვინ არის გმირი.

დაჰყურებს სურათს, გარბიან წლები,
ჩაიცვამს გულთან გახვრეტილ პერანგს,
როგორც აღზარდე, იმ გზაზე მიდის,
ბრბო კი, ნაადრევ სიგიჟეს ხედავს.

შენ მხოლოდ მისთვის არ გქვია გიჟი,
სამყაროს, მჯერა, ის დაარწმუნებს.
გამოყვა ბრძოლის უზადო ნიჭი,
და სწამს, ცხელ ტყვიას რომ გააჩერებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები