იყავი მუდამ თავთან მორიგე მოთამაშე და თამაშის მეტრი - ყოფდი მუდმივად შენს თავს ორ კიდედ... და რომელ მათგანს უნდა ვყოფნიდე? ან შენი აზრით, მე რომელს ველტვი? -
სულის ძახილად (ო, "ამო"-ს არა!) რომ გადაურბენს კიდიდან კიდეს და ყურთა სმენას საამოდ ნამავს? თუ ბავშვს - თამაშში გართულ ონავარს, რომელიც უნდო ოცნებებს მისდევს?..
ან რა თამაში თავს დავუწესო, რომ კიდე-განი დავკარგო და შენც: ყველასთან "ოდნავ" უკიდურესო, შეგხვდე მსგავსებით და შენს გულს ეცნო, სევდა, რომელიც ჩემს გულში ვხარშე...