 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 14 ივლისი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოვიდა... გვარი არ ვიცოდი, ენნ ერქვა. - "ჩაის დალევ?" - "ყავა მირჩევნია" - მიპასუხა მან. შეუდექი მისთვის ყავის მომზადებას. "რალამაზი ხედი გქონიაა" მე - "ასანთის კოლოფებივით სახლები?! ლამაზი არაა!" ენნ - "მთაწმინდა, სამება, ყველაფერი ჩანს, რა მაგარიაააა, ნუ ხარ რა ეგეთი კრიტიკული.."
ყავა არ მოეწონა. შაქრის ნაცვლად მარილი ჩამიყრია და ბევრი ვიცინეთ..
თავისი თხელი და ლამაზი ფეხის ტერფები კედელზე ააწყო და მითხრა, რომ ბავშვობაში სულ ესე აკეთებდა... "ბავშვობაში..." - გავიფიქრე მე - "ახლაც ხომ ბავშვია..."
იმ ღამეს ჩემთან დარჩა.. იცოდა, რომ ძალიან ცუდად მძინავს, როცა მარტო არ მძინავს. ამ ფაქტს არავის ვუმალავ და როგორც წესი ყველას, ვისაც გულწრფელად ვეუბნები ამის შესახებ წყინს, არადა რა ვქნა, მართლა ესე მირჩევნია ხოლმე. ცოლი რომ მყავდა შესაბამისად მუდმივად გამოუძინებელი ვიყავი...
- "ქალიშვილი ხარ ენნ?" - ღიმილით ვკითხე სექსის შემდეგ...
სანამ ჩემთან დაწვებოდა ბევრი ვესაუბრე ჩემს არაპერსპექტიულობაზე და სერიოზული განზრახვის შანსის არარსებობაზე.. მან კი მითხრა, რომ ერთხელ ეს ყველაფერი უკვე მქონდა მისთვის ნათქვამი და რომ არაფერი "სერიოზული" მას ჩემგან არ სურდა და შემპირდა, რომ არაფერს არ ინანებდა. რა თქმა უნდა ამის დაჯერება აბსურდია, თუმცა საკუთარი სინდისის დამშვიდების საქმეში გარკვეული კომპრომატები მოვიპოვე და ამან გარკვეულ წილად ილუზია შემიქმნა, რომ გავამართლებდი ჩემს საქციელს... მისი ფიზიონომია მხოლოდ სექსისთვის სუსტი აღმოჩნდა და როცა მე არცთუ სერიოზული კითხვა დავუსვი ქალიშვილობაზე იმ მომენტში მისი გონება უკვე რომანტიკის თბილ ღაწვებს ელამუნებოდა და სიყვარულის ტრაგედიაც წვეთწვეთად იღვრებოდა მის სხეულში. ბევრად უფრო "სერიოზულ" ფრაზას ელოდა ჩემგან...
კარგი გოგოა ენნ... ღამის 5 საათზე წავიდა, რომ მე დამეძინა... მას შემდეგ თვითონ არასდროს მეკონტაქტება.. ელოდება ჩემს გამოჩენას და რომ ვჩნდები უხარია..
ენნ - "ნიკ, მომიყევი შენზე" მე - "ვწერ ხოლმე.... ადრე უფრო.... ეხლა ნაკლებად..." ენნ - "ჩანახატივით?" მე - "ხო" ენნ - "რამაგრაიაააა... კითხულობს მერე ვინმე?" მე - "კი, ლიტფორუმია და კითხულობენ" ენნ - "ჩემზეც დაწერ" მე - "ალბათ" ენნ - "დაწერე რა.. შემპირდი, რომ დაწერ" მე - "კარგი" ენნ - "მე წავიკითხავ?" მე - "არა მგონია.. შენ გეზარება.." ენნ - "დასკვნებისგან თავის შეკავება შეგიძლია?" მე - "იშვიათად" ენნ - "ძალიან ცუდი, არადა მეგონა დიდი ბიჭი იყავი უკვე" მე - "მაგიტომაც არ შემიძლია..."
ჩემს ხელის გულს იდებდა ცხვირზე და ტუჩებზე და ძლიერად სუნთქავდა და მკოცნიდა (ასე მხოლოდ ძალიან შეყვარებული ადამიანები იქცევიან)... მე კი.. მე კი ჩემი პროკურორი - სინდისისგან შეწუხებულს ისღა დამრჩენია კომპრომატების ძიებაში შეპირებული "ჩანახატი" ბოლომდე მივიყვანო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გეთანხმებით, მეც მიმაჩნია, რომ ჩემი ნაწერები უმეტესწილად "არეული", "განწყობიანი" და შეიძლება ზოგჯერ "არასერიოზულია"... ;)
გეთანხმებით, მეც მიმაჩნია, რომ ჩემი ნაწერები უმეტესწილად "არეული", "განწყობიანი" და შეიძლება ზოგჯერ "არასერიოზულია"... ;)
4. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მშვენიერი ჩანახატი
სამაგიეროდ ვფიქრობ, რომ არის ერთი განწყობიანი, არეული და არასერიოზული (თუკი შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს) ჩანახატი
ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ბოლოში განსაკუთრებით გაბანალურდა მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მშვენიერი ჩანახატი
სამაგიეროდ ვფიქრობ, რომ არის ერთი განწყობიანი, არეული და არასერიოზული (თუკი შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს) ჩანახატი
ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ბოლოში განსაკუთრებით გაბანალურდა
3. :) დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ :) დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ
2. რა კარგია, დანაპირები რომ აუსრულეთ და ამ მშვენიერი ჩანახატის წაკითხვის საშუალებაც მოგვეცით.
"იცოდა, რომ ძალიან ცუდად მძინავს, როცა მარტო არ მძინავს."- ჩემნაირო :)
რა კარგია, დანაპირები რომ აუსრულეთ და ამ მშვენიერი ჩანახატის წაკითხვის საშუალებაც მოგვეცით.
"იცოდა, რომ ძალიან ცუდად მძინავს, როცა მარტო არ მძინავს."- ჩემნაირო :)
1. კარგია ძალიან, კიდევ კარგი პროკურორმა მაგრა შეგიტიატ:))) წარმატებები კარგია ძალიან, კიდევ კარგი პროკურორმა მაგრა შეგიტიატ:))) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|