 | ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 ივლისი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მუნდიალმა ჩემში აღძრა რეჟიმის დარღვევის სურვილი. ყველაფერი სევდიანია, როცა გაბრუებული თავით იღვიძებ 2 საათზე, სახლში რემონტი გაქვს და უკვე იმხელა ხარ, რომ უნივერსიტეტის ყველა კურსი დახურე, მაგისტრატურაში კი იმიტომ არ აბარებ, რომ თვითგანათლება ფულის ყრას ჯობია. გუშინ მთელი ღამე სიკვდილს ველოდებოდი იმდენად მომენატრა ინსტიტუტი. არა ინსტიტუტი არ მომნატრებია. სტუდენტები ? - ბევრი არა, ცოტა მომენატრა, მაგრამ არც ის ცოტა არ მენატრება, რადგან სხვა თუ არაფერი მათ ყოველდღე ვწერ და ვისთანაც კავშირი მაქვს ძნელია მომენატროს. უფრო ის მომენატრა. არა მგონი ამ გრძნობას მონატრება არც ქვია. ინსტიტუტის დრო მომენატრა, მასთან ურთიერთობა - არა. როცა პირველად შემიყვარდა გოგო და პირველად ვაკოცე ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე, შემდეგ ხელებზე, შემდეგ დახუჭულ ნაზ თვალებზე. მერე ვიტირე, როცა ის ზაფხულში მთელი სიყვარულით გავაცილე დასასვენებლად და მე ის აღარ მინახავს ისე როგორც მანამდე ვნახულობდი. მერე მე მას ვხედავდი სხვასთან ერთად, მერე მუცლით და ბოლოს ბავშვთან ერთად, მაგრამ მე არაფერი მწყინდა და არც არაფერი მიხაროდა, რადგან ვერ ვგრძნობდი რატომ უნდა გამხარებოდა ან რატომ უნდა მწყენოდა. მერე მე ვიცინოდი მის მეუღლეზე, რომელიც დაბღვერილი სახით მიყურებდა და არ ვიცოდი მე როგორ უნდა შემეხედა. მას ალბათ ჩემი მოკვლაც უნდოდა გულში და ბევრსაც მაგინებდა და ესეც გულში. ზიზღის და აგრესიის გარეშე ადამიანებს არ შეუძლიათ. მერე რა რომ მან მე მაჯობა თუ მომიგო ის ყველაზე ლამაზი და სევდიანი თამაში, რასაც კარგი გოგოს გული ჰქვია, მერე მე ყლეზე მეკიდა ყველაფერი, ვამბობდი ასე და რეალურად არაფერი მეკიდა ყლეზე, არც ფეხზე და საერთოდ არაფერი მეკიდა არსად. აღსარებაშიც ამას ვამბობდი, რომ ყველაფერს განვიცდიდი და ყველა ცოდვას ვაღიარებდი, რასაც ვგრძნობდი და არ ვგრძნობდი, მაგრამ იყო ჩემში მკვდარი ბავშვივით როგორც სიყვარული ჩემი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სიყვარული. და ეს ყველაფერი გავდა კაიფს. ცხოვრების ნარკოტიკს, ამიტომაც ვკითხულობდი ათ წიგნს ერთდროულად, ვკითხულობდი ათ სტატიას ერთდროულად, ვუსმენდი ათას მუსიკოს ერთდროულად და ვწვებოდი ღამის ათ საათზე. მე რელიგიამ ხელოვნებასთან მიმიყვანა, უფროსწორად ღმერთმა მითხრა რელიგიას ხელოვნება არჩიეო, მაგრამ მე არ შემიძლია არ დავესწრო წირვას და ლოცვას და ვიცხოვრო იქ წარმოთქმული სიტყვების გარეშე. მე ცხოვრებამ ჰეროინი მომაწევინა ფაქტებით და სიფხიზელეზე უარს ვერასდროს ვიტყვი. ტკივილი რა არის არ ვიცი. ადამიანები არ ფიქრობენ სიტყვებზე, რომლებსაც ხშირად ამბობენ. დაგრუზვა ტკივილად არ მიმაჩნია. ის უფრო მარადიულია და არ არის წამიერი, ის სულ არის და არასოდეს გტოვებს და არც ის მესმის რატომ არ უნდა გქონდეს პრობლემები და რატომ არ უნდა მტკიოდეს გულიც, სულიც და ფიქრით დაღლილი თავიც. მე მცხელა რადგან ღამეა ახლა და მენატრება მთელი ბავშვობა, ჩემი სიტყვები არის უაზრო, ჩემს გრძნობებს ელის ალბათ ჩახშობა. არ შემიძლია ვიცხოვრო ხალხში, მაღიზიანებს მუდამ ბოზობა. მეძავიც ადამიანია და მას თუ ვაკოცებთ კარგია. ქალი არ არის შვილის შემქმნელი დანადგარი, არც ათავების წყარო. მე ვერ გიშველი შენ. ჩემს ერს მოკლე კაბა აცვია და არ უნდა სექსი.
რა სიჩუმეა, ვწერ ღამე, ვუსმენ ტუსიას, ოთახში მარტოდ.
შენ მახსენდები, ზიხარ კაფეში, მე გეკითხები რა მოგიტანო.
შენ მეუბნები, რომ არაფერი. წრუპავ კოკა-კოლას. მე გიჟი ვარ, შენ უიმედო გიჟი.
დაიკიდე ყველაფერი ამდენი ყლეობა ჩემი ქვეყნის - მეუბნები და გკიდია მანქანების ხმაური, მშენებლობის ხმა, დანევროზებული სახეები, ვისაც სჭირს ფსიქოზი.
ეს ღამე კლავს, დღე აცოცხლებს და ყოველდილით, ხვალაც, ზეგაც მე აღვსდგები მკვდრეთით.
არაფერი ფიზიკური, მხოლოდ გრძნობების ძიებაა ჩემი დრო, ჩემი არეულ-დარეული დღის რეჟიმი, რომელშიც ეტევა ხალხის ტკივილი.
ეს არის ხედვა წინ სვლის ხელი ვკრათ ერთმანეთს და ჩვენი სულები შევყაროთ სხვის სხეულებში, შევიცნოთ ერთმანეთი და ვიგრძნოთ ტკივილის სიხარული.
ღმერთი არ არის ჩემი მეგობარი, ის უფრო ღმერთია, ვიდრე მეგობარი ის ხატზე ხატია, მე პირადობის მოწმობაზე დამაკრეს ის არ ფიქრობს, მან იცის, ის სრულყოფილებაა, მე უფრო ჩაძირული ნავი, რომელიც ოცნებობს - ტივტივებდეს მატივტივე შენ მატივტივე შენ მატივტივე შენ მანახე როგორია ზღვის ზედაპირი, მე ზღვის ცხოველები მჭამენ მე ჰაერი არ ჩამისუნთქავს, მე სულ წყალმცენარეებს ვჭამდი ანუ მეგობრებს.
გაახილე თვალი, გაახილე თვალი, მოწიე ყური, რათა გესმოდეს სიტყვები ჩემი.
კუბო, კრემაცია, სიკვდილი ჩემ თავთან, სიკვდილი ჩემში.
განშორება ყველა მეგობართან, განშორება ყველა ნაცნობთან, შენ ისევ კაფეში ზიხარ დაღლილი მზერით და მეუბნები რომ გიჟი ვარ, ნამდვილი გიჟი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. და რას აკეთებ იმისთვის, რომ ამ ყლეობებს არ შეეგუო? მხოლოდ კალმის წვალება არ შეცვლის არაფერს. და რას აკეთებ იმისთვის, რომ ამ ყლეობებს არ შეეგუო? მხოლოდ კალმის წვალება არ შეცვლის არაფერს.
1. საინტერესოა. საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|