 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 ივლისი, 2014 |
ავტობიოგრაფია
მე, ოთარ თამაზის ძე რურუა დავიბადე ქ. ფოთში 1987 წლის 11 ივლისს. 2004 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 166-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. სტუ დავამთავრე 2008 წელს და სწავლა გავაგრძელე უნივერსიტეტ ‘’მეტეხის’’ ბიზნეს-ეკონომიკის მაგისტრატურაში. მაგისტრატურის კურსი დავამთავრე 2010 წელს. მყავს მამა - თამაზ ოთარის ძე რურუა, ინჟინერი. დედა - ირინა ნიკოლოზის ასული ძოწენიძე (ოჯახის ექიმი), გარდაიცვალა 2012 წელს (1958-2012).
ლექსების წერა სტუდენტობიდან დავიწყე, 18 წლის ასაკიდან. თავიდან ლადო ასათიანის გავლენით დავიწყე პატრიოტული ლექსების წერა, 2005 წელს, 18 წლის ასაკში დავწერე ლექსი ''ბაგრატიონი'', იმის მერე ვწერ ისტორიულ ლექსებს. ჩემი 3 ლექსი დაიბეჭდა ''მწერლის გაზეთში'' (მთ. რედაქტორი სოსო სიგუა), 2010 წლის 1 მარტის ნომერში, მარტის თვეში გამოვუშვი პირველი კრებული. სიყვარულზეც ვწერ, ქალზეც, ხანდახან იუმორისტულებსაც ვწერ ხოლმე, იუმორისტულ ჟანრში გავხდი ლიტერატორი.
საერთოდ, როცა ადამიანი ლექსის წერას იწყებს, ბუნებრივია ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა, მაგრამ მერე წერის თავისებური სტილი უყალიბდება, თავიდან მეც როცა ლექსის წერა დავიწყე, ლადო ასათიანის გავლენის ქვეშ მოვექეცი, მაგრამ მერე წერის ჩემებური სტილი (მანერა) ჩამომიყალიბდა და სხვისი გავლენებით წერას ნელ-ნელა გადავეჩვიე. ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია, ახალგაზრდებიდან მომწონს: როინ აბუსელიძე და გენრი დოლიძე.
ხო მართლა: მე ბატონ ანზორ აბრალავას უნდა ვუმადლოდე ლიტერატორების გაცნობას, მისი დამსახურებაა ჩემი პირველი ნაბიჯები ქართულ პოეზიაში, ბავშვობიდან მიტაცებდა პოეზია, პროზას მირჩევნია.
ურაკის ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს, თავისი ნიჭი წარმოაჩინონ პოეზიასა თუ პროზაში.
საიტზე ბევრი რამ არის დასახვეწი, ჩემი ნება რომ იყოს უწმაწური სიტყვებით გაჟღენთილ ნაწარმოებებს ბანს დავადებდი და შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს ერთხელ და სამუდამოდ დავბლოკავდი.
სიმართლე გითხრა პოეტობაზე თავს არ ვდებ, ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, დაე ხალხმა გადაწყვიტოს ვარ თუ არა პოეტი, მიმაჩნია, რომ მძიმეა პოეტის ხვედრი.
ქართული პოეზიის ერთ-ერთ შედევრად-ვაჟა ფშაველას ''სტუმარ-მასპინძელი'' მიმაჩნია.
გრიგოლ რობაქიძის ''გველის პერანგი'' და შიო გვეტაძის ''მონანიება'' ყველამ უნდა წაიკითხოს.
ყველაფერ კარგს გისურვებთ და კიდევ ვისურვებდი: სოხუმშიც და გაგრაშიც ჩაგვეტარებინოს ლიტერატურული საღამოები.
........................................................................................................................................................................................................
დაბადების დღის მისალოცი ექსპრომტი საკუთარ თავს
სალამი ოთარ! ლექსით გილოცავ, მსურს სიკვდილამდე შენც იარწივო, ჩემიც მიიღე წრფელი მილოცვა - ქართული სულის ერთო ნაწილო. ზარების რეკვით გიხმობს სამრეკლო, ისმის შორიდან სიტყვა: ''იცოცხლე'', ამ ქვეყანაზე სანამ არსებობ - ქალს გული უძღვენ, მამულს სიცოცხლე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. იდღეგრძელე ოთარ :) მშვენიერი ექსპრომტია. იდღეგრძელე ოთარ :) მშვენიერი ექსპრომტია.
11. ისევ გილოცავ! ) ისევ გილოცავ! )
10. უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, იცოცხლეთ... უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, იცოცხლეთ...
9. გილოცავ ოთარ!
ამ ქვეყანაზე სანამ არსებობ - ქალს გული უძღვენ, მამულს სიცოცხლე. :) გილოცავ ოთარ!
ამ ქვეყანაზე სანამ არსებობ - ქალს გული უძღვენ, მამულს სიცოცხლე. :)
8. გილოცავ ოთარ, ქართველო! გილოცავ ოთარ, ქართველო!
7. გაიხარე ხათო, უფალი გვფარავდეს ყველას. გაიხარე ხათო, უფალი გვფარავდეს ყველას.
6. გილოცავ, ოთ! უკეთილშობილესი ადამიანი ხარ და ვისურვებდი, ყველა სიკეთე, რაც კი ამქვეყნად არსებობს, უხვად მოემადლებინოს შენთვის უფალს! იხარე და იბედნიერე! :***** გილოცავ, ოთ! უკეთილშობილესი ადამიანი ხარ და ვისურვებდი, ყველა სიკეთე, რაც კი ამქვეყნად არსებობს, უხვად მოემადლებინოს შენთვის უფალს! იხარე და იბედნიერე! :*****
5. იცოცხლეთ მეგობრებო, მიხარია რომ არსებობთ... :-* :-* იცოცხლეთ მეგობრებო, მიხარია რომ არსებობთ... :-* :-*
4. მეც გილოცავ ოთარ, მეგობარო .მინდა სულ ბედნიერს გხედავდე .:) მეც გილოცავ ოთარ, მეგობარო .მინდა სულ ბედნიერს გხედავდე .:)
3. რა საყვარელი ხარ ოთოოო :* გილოცავ... შენი მიზნები აგხდენოდეს. ძალიან ძალიან მიყვარხარ :* :* ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი. შიო გვეტაძის ''მონანიება'' როგორ მიყვარდა ბავშვობაში.
შენი თავისადმი მიძღვნა ძალიან კარგი გამოვიდა. დასანანია მე რომ არ მეწერება...
გკოცნი ძამიკო :* რა საყვარელი ხარ ოთოოო :* გილოცავ... შენი მიზნები აგხდენოდეს. ძალიან ძალიან მიყვარხარ :* :* ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი. შიო გვეტაძის ``მონანიება`` როგორ მიყვარდა ბავშვობაში.
შენი თავისადმი მიძღვნა ძალიან კარგი გამოვიდა. დასანანია მე რომ არ მეწერება...
გკოცნი ძამიკო :*
2. მადლობა მარ, იცოცხლე. მადლობა მარ, იცოცხლე.
1. ოთარ! გილოცავ დაბადების დღეს. გაიხარე , სიკეთე და სიყვარული არ მოგკლებოდეს !
ოთარ! გილოცავ დაბადების დღეს. გაიხარე , სიკეთე და სიყვარული არ მოგკლებოდეს !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|