მოხუცი ქვა
მოხუცი, სუსტი, შეკავებული სუნთქვით მიუყვებოდა აღმართს. სული კბილებით ეჭირა, სიმწრის ოფლი ასხამდა და უიმედო მზერით გაჰყურებდა დაყრუებულ გარემოს, სადაც სულიერი არ ჭაჭანებდა. ბოლო აღმართიც აიარა, შეჩერდა, თვალი მოჰკრა ხის ქვეშ დაგდებულ დიდ, ხავსიან ლოდს. _ქვა! ქვაზეჩამოვჯდები.-გაუელვა გონებაში და მომჭკნარ სახეზე მკრთალი ღიმილი დაეტყო. _დაილოცოს.. ჩონჩხადქცეულ მუხლებზე უღონოდ დაეშვნენ ხელები, რომლებიც პატრონის განვლილ ცხოვრებას ამხელდნენ. ოდნავ გაცურდა გვერდზე, დახედა ბებერ ლოდს, რომელზეც თვითონ იჯდა და თავი გაიქნია. -ქვა..ამასაც ხავსი მოჰკიდებია...სიბერისა და სიძველის ხავსი.ასეა...ასე. მაინც მგონია ყველაზე მეტი შენ გინახავს ქვადქცეულო.იქნება ყველაზე დიდი სიკეთე და სიყვარულიც შენ შეგეძლო, საიდუმლოს შენახვაცა და მოთმინებაც. ყველას ჭირი და გლოვა გულში ჩაგიკირია და აღტაცების ცრემლიც ყველაზე მეტი შენ დაგდენია. შენი კი არავის ესმოდა, არვინ გეკითხებოდა შენს წუხილსა და სიხარულზე, არვინ უსმენდა შენს გულს, სადაც შენი და სხვისი მღელვარებები უხმეუროდ დუღდა. ქვა უნდა იყო, ბევრს რომ გაუძლოო -ამბობენ,ჰოდა ბევრის გაძლებას გაქვავება სცოდნია თურმე. ყველას საიდუმლო და საფიქრალი საკუთარ სხეულში ჩაგიკირია და ქვადქცეული დუმილი ხარ ახლა... ცოტა ხნით ჩაფიქრდა მოხუცი, თვალი გაუშტერდა, გამხმარი ხელი ლოდს დაჰკრა და ბებერი ხმით წარმოსთქვა: -მაინც ყველასათვის საჭირო ხარ. ცოცხალსაც და მკვდარსაც ერთნაირად სჭირდები, არც სახლი შენდება უშენოდ და არც საფლავი. არც მდინარე ვარგა აქა-იქ შენ თუ არ აზიხარ, არც მინდორი სადმე ჩეროში თუ არ აგდიხარ. აქ რომ არ ყოფილიყავი, დაღლილობისაგან სული გამძვრებოდა, ახლა კი...ჩამოვჯექი და ცოტათი შვება ვიგრძენი. ეს ცხოვრება რა ყოფილა...დღეს მე ვარ ზემოდან, ხვალ კი ალბათ შენ დამედები გულზე. ბუნებაში მოვლენები მონაცვლეობენ. ხან ასეა, ხან ისე...და ბოლოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. დღეს ,კიდევ ერთი აღსარება მოისმინე ცოდვილი კაცისა. ჩაილუღლუღა მოხუცმა და ნაოჭიან სახეზე ისევ გადაეფინა მიმკრთალი ღიმილი, რომელიც რაღაც წერტილში შეწყვეტილიყო. დაჩოქილი, ხავსიან ლოდს მაგრად ჩახუტებოდა უმწეო სხეულითა და ხელებით, თავი გვერდულად ჩამოედო, თითქოს ჟამს ელოდებაო, როდის მოაქცევდა მარადისობა მოხუცსა და ქვას ერთ მთლიან განზომილებაში. მაშინ კიდევ ერთი საიდუმლო ჩასახლდებოდა ხავსიან ლოდში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. წავიკითხე კატო თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა. იცი იგრძნობა ის განცდა, რასაც განიცდი და სურვილი შეცვალო ეს დაულაგებელი ცხოვრება. მაგრამ გადმოცემას რაღაც აკლია ლექსებთან შორიახლოსაც ვერ მოვა, თუმცა სული ორივეგან კარგად ჩანს
წინა 2-ს 4 ქულა და ამას 6 წავიკითხე კატო თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა. იცი იგრძნობა ის განცდა, რასაც განიცდი და სურვილი შეცვალო ეს დაულაგებელი ცხოვრება. მაგრამ გადმოცემას რაღაც აკლია ლექსებთან შორიახლოსაც ვერ მოვა, თუმცა სული ორივეგან კარგად ჩანს
წინა 2-ს 4 ქულა და ამას 6
9. მესმის, რომ ჩემი ლექსები აბსოლუტურად განხვავებულია პროზისგან. ამიტომაც გიჭირთ აღქმა. ყველა ადამიანს ორი ჭრილი აქვს და ემოციური და ბობოქარი ადამიანის მიღმა, შეიძლება მოაზროვნე და უცნაური სუბიექტი იყოს დამალული. ამიტომ აქ გამოვაქვეყნებ ფილოსოფიურ პროზას. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს. მესმის, რომ ჩემი ლექსები აბსოლუტურად განხვავებულია პროზისგან. ამიტომაც გიჭირთ აღქმა. ყველა ადამიანს ორი ჭრილი აქვს და ემოციური და ბობოქარი ადამიანის მიღმა, შეიძლება მოაზროვნე და უცნაური სუბიექტი იყოს დამალული. ამიტომ აქ გამოვაქვეყნებ ფილოსოფიურ პროზას. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობს.
8. მე ვერა თეკლა! ისე ვარ შეჩვეული შენს მღელვარ ლექსებს, რაღაც ვერ "გავაშენე"... მე ვერა თეკლა! ისე ვარ შეჩვეული შენს მღელვარ ლექსებს, რაღაც ვერ "გავაშენე"...
7. ეს ადრე მომეწონა,შენი თუ იყო არ მეგონა... ;) ეს ადრე მომეწონა,შენი თუ იყო არ მეგონა... ;)
6. კატო, კატერინა! მომწონს და მიყვარს! 5 კატო, კატერინა! მომწონს და მიყვარს! 5
5. _ქვა! ქვაზეჩამოვჯდები.- ქვაზე ჩამოვჯდები სხვადასხვა სიტყვაა ნორმალურია
_ქვა! ქვაზეჩამოვჯდები.- ქვაზე ჩამოვჯდები სხვადასხვა სიტყვაა ნორმალურია
3. ვახ.მე კიდე "SLY STONE" მაქვს :D რა მსგავსებაა ღმერთო ჩემოოო! (გაოცებული სმაილი) :D 5! ვახ.მე კიდე "SLY STONE" მაქვს :D რა მსგავსებაა ღმერთო ჩემოოო! (გაოცებული სმაილი) :D 5!
2. ეს რომელიღაც საიტზე მაქვს წაკითხული თუ ვცდები? მაგრამ ამ ნიკით არა :) რაღაცნაირად მეახლობლა.... ეს რომელიღაც საიტზე მაქვს წაკითხული თუ ვცდები? მაგრამ ამ ნიკით არა :) რაღაცნაირად მეახლობლა....
1. ვიცი პროზის წაკითხვა ძალიან ჭირს, მაგრამ თუ წაიკითხავთ, როცა დრო გექნებათ ამასაც და სხვებსაც გამეხარდება. ვიცი პროზის წაკითხვა ძალიან ჭირს, მაგრამ თუ წაიკითხავთ, როცა დრო გექნებათ ამასაც და სხვებსაც გამეხარდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|