 | ავტორი: მატა ჟანრი: პროზა 23 ივლისი, 2014 |
მესამე დღეა, თვალი არ გამიხელია, მეორე თვე - საწოლიდან არ ავმდგარვარ. კვირის დღესა და რიცხვს ნუ შემეკითხებით, დიდი ხანია, ამერია დრო. წვიმს, მონოტონური წკაპა-წკუპი კიდევ უფრო მაბრუებს, მაშორებს ცოცხალთა სამყაროს. შვილიშვილებმა ჩემს გაჟამულ ოთახში სიარულს მოუხშირეს, მოულოდნელად ასწიეს ჩემი საწოლი და ოთახის შუაში დადგეს. დაფაცურობენ, მესმის ქაღალდის ხევის ხმა და წყლის სათლიდან სათლში გადასხმის ჩხრიალი, რძლების ბრაგა-ბრუგა ნაბიჯები, სველ ტილოს რომ დაათრევენ აქეთ-იქით. რაღაც გადამაფარეს, ეშინიათ, მტვერი არ დამეყაროს. მთელი სახლი საღებავის სუნად ყარს. მეზობლის ბიჭები შპალერის ხარისხზე წუწუნებენ. ვიღაც მიახლოვდება, ვგრძნობ როგორ აკვირდება სიშავეში გარდამავალ ჩემი ყვითელი სახის კანს. ძალიან ჩქარობენ, სახლი მოლოდინით არის სავსე. . . . ჩემ შვილთაშვილს ცოლი მოუყვანია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დაგვიანებული მადლობა თქვენ დაგვიანებული მადლობა თქვენ
15. ეს როგორ გამომპარვია. ჩემი დაგვიანებული 2 ქულა. ეს როგორ გამომპარვია. ჩემი დაგვიანებული 2 ქულა.
14. ვის ან რას ელოდნენ ვერ გავიგე. . გთხოვთ მაპატიოთ. ვის ან რას ელოდნენ ვერ გავიგე. . გთხოვთ მაპატიოთ.
12. კიდევ ერთხელ გმადლობ ოთარ :* კიდევ ერთხელ გმადლობ ოთარ :*
11. კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მომეწონა. 5 კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ მომეწონა. 5
10. შესაძლოა აინინა, გმადლობთ მოსაზრებისთვის შესაძლოა აინინა, გმადლობთ მოსაზრებისთვის
9. გული გამიჩერდა! ტვირთად ქცეული სიბერე! მომეწონა ძალიან,მაგრამ,ვფიქრობ, მინიატურა უფრო მოიგებდა,თუ მოხუცებისთვის დამახასიათებელი მეტყველებით იქნებოდა ფიქრი გადმოცემული. გული გამიჩერდა! ტვირთად ქცეული სიბერე! მომეწონა ძალიან,მაგრამ,ვფიქრობ, მინიატურა უფრო მოიგებდა,თუ მოხუცებისთვის დამახასიათებელი მეტყველებით იქნებოდა ფიქრი გადმოცემული.
8. სიმართლე გითხრა არ ვიცი, მეც ხან ისე მესმის ხან ასე. წერის დროს არ მიფიქრია სიკვდილს ელოდნენ თუ უფრო ეშინოდათ მისი უდროობის სიმართლე გითხრა არ ვიცი, მეც ხან ისე მესმის ხან ასე. წერის დროს არ მიფიქრია სიკვდილს ელოდნენ თუ უფრო ეშინოდათ მისი უდროობის
7. ზუსტად ასეთი კადრი მაქვს ნანახი- საწოლიანად შუაში გაჩოჩებული, ჩავარდნილი მოხუცი და ფაცხა-ფუცხით გაკრული შპალერი.
ოღონდ, იქ მოხუცის სიკვდილს ელოდნენ. თუ აქაც?
ზუსტად ასეთი კადრი მაქვს ნანახი- საწოლიანად შუაში გაჩოჩებული, ჩავარდნილი მოხუცი და ფაცხა-ფუცხით გაკრული შპალერი.
ოღონდ, იქ მოხუცის სიკვდილს ელოდნენ. თუ აქაც?
6. გმადლობ ძვირფასო ბაკურ <3 გმადლობ ძვირფასო ბაკურ <3
5. ჩემი მაქსიმუმი აქ... ჩემი მაქსიმუმი აქ...
4. გმადლობთ თემურ
გმადლობთ თემურ
3. მომეწონა. +2 მომეწონა. +2
2. გმადლობ ოთარ გმადლობ ოთარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|