ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ტოტოჩავა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2014


@@@

ნუ მებუტები როცა მხედავ
ასე სევდიანს,
-ტკივილებს ვახშობ და ჩემს სულთან
მეც მაქვს  ომები...
და ნურც იფიქრებ რომ ყინვა ვარ
არაფერს არ ვგრძნობ,
დადგება დრო და უსათუოდ
მოგეფერები.
გამოფხიზლება შევიგრძენი
რადგან ეძინათ,
სითბოს,ალერსს და ყოველივეს
რაც კი გამაჩნდა....
თითქოს ყელიდან ამაგლიჯეს
ყველა მძივი და
ძირს გაპნეულს ეხლა ვცდილობ
თითოდ ამარცვლას.
შენ ჩემი სულის მკურნალი ხარ
სიზმრად მოსული და
მზის სხივებად გადმომფინე
თავზე ნათელი,
შენ ხარ იმედი სასიცოხლო
როგორც ხატის წინ,
შესავდრებლად ამინთია
წმინდა სანთელი.
ასე ნუ ჩქარობ მომეშველე
ხელი ჩამჭიდე,და რიგრიგობით
მაპოვნინე ყველა მარცვალი,
და თუ ვერ შეძლებ
თუ იფიქრებ რომ მე დარდი ვარ,
ისე უბრალოდ ჩამირაზე
ყველა სხვა კარი.
გახდე მორჩილი ვიცი
ალბათ გაგიჭირდება
ვღირვარ მე ამად?
საფასური რითი ვლინდება.
მე ეხლა ვგავარ შუა გზაში
გაჩენილ ტრამალს,
რომელიც ისევ სითბოთი
და რწმენით ივსება.
ნუ მებუტები როცა მხედავ
ასე სევდიანს,
-ტკივილებს ვახშობ და ჩემს სულთან
მეც მაქვს  ომები...
და ნურც იფიქრებ რომ ყინვა ვარ
არაფერს არ ვგრძნობ,
დადგება დრო და უსათუოდ
მოგეფერები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები