წელიწადის დრონი
წელიწადი_ დედა იყო და მას ჰყავდა ოთხი შვილი, ყველა მშობლის დამჯერი და სიყვარულით გამოზრდილი. თითოეულ შვილს დაებედა, შარმი, ხიბლი,სილამაზე, დედა, ცრემლით ,აცილებდა, დანანებით, წუხდა მათზე. გაზაფხული, ანცი, შმაგი, ყვავილების ფიფქად თოვა, სიყვარულით გვიალერსებს, დაიგრგვინებს, უცბად მოვა. ზაფხული კი, თბილი, ზანტი, მზის სხივებში ჩახლართული, ზღვის ტალღებზე მონანავე, მთის ფერდობზე დალახტული. შემდეგს ერქვა შემოდგომა, მომხიბვლელი, ქარვისფერი, ბოსტნეულით სავსე კალთით, ხილეულით ათასფერით. ზამთარი კი, ჭირვეული, ცივი, მასთან დარჩი თუკი, მიგაყინავს პაჭუა ცხვირს, თუ არ მოიფარე ქურქი. დედას ყველა შვილი უყვარს, ერთდროულად მოსვლით უხმობს, მაგრამ ასე არ ხერხდება, თვითოეული, წუთი- წუთობს, ყველა მოდის ცალ- ცალკე და კვლავ აცილებს მათ საწუთრო, თქვენ მითხარით პატარებო, რომელი დრო გიყვართ უფრო?
მანანა ტონია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მადლობაააა)) მადლობაააა))
17.
ავტორი: მანანა ტონია ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 3 აგვისტო, 2014 ვაი რა საყვარლობააა :)
ავტორი: მანანა ტონია ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 3 აგვისტო, 2014 ვაი რა საყვარლობააა :)
16. მადლობა კატიე))გაიხარე! მადლობა კატიე))გაიხარე!
15. გილოცავთ თავფურცელზე მოხვედრას :*
ფბ-ზე სახელი აღადგინეთ "გაუქმებული" :) გილოცავთ თავფურცელზე მოხვედრას :*
ფბ-ზე სახელი აღადგინეთ "გაუქმებული" :)
14. გმადლობთ დევი, გაიხარეთ, მექანიკური შეცდომაა, ახლავე გავასწორებ.)) გმადლობთ დევი, გაიხარეთ, მექანიკური შეცდომაა, ახლავე გავასწორებ.))
13. ლექსი კარგია. ++
დამჯერი! ლექსი კარგია. ++
დამჯერი!
12. უღრმესი მადლობა მუხა, ძალიან გამახარეთ ყველამ რომ წაიკითხეთ და გამომეხმაურეთ. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას საყვარელო, მე ასე ვუპასუხებდი: პირიქით, ბავშვებს უნდა მივცეთ ანალიზის საშუალება, განუვითაროთ ნალიტიკური აზროვნების უნარი. აი, აბა წარმოიდგინეთ რა ჟრიამული ატყვდება კლასში ამ შეკითხვის შემდეგ. ზოგი რას იტყვის, ზოგი რას, თან თქვენ შემხვედრ კითხვას დაუსვამთ თუ რატომ უყვარს, მაგ. თეონას ზამთარი, რითი ხიბლავს? შემდეგ გიგა იტყვის, რომ მას გაზაფხული უყვარს და რატომ, იმასაც დაასახელებს და ამასობაში წარმოისახავენ კიდეც ბავშვები თითოეულ დროს და უფრო კარგად დაამახსოვრდებათ თუ რომელი, რითი განსხვავდება და ბოლოს, თქვენ, როგორც პედაგოგმა უნდა დაუსვათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ბავშვებს: რატომ არ შეიძლებოდა დედას ოთხივე შვილი სტუმრებოდა? ბავშვები არ დაიბნევიან და აუცილებლად გაგცემენ პასუხს, რომ ეს დროები მონაცვლეობით მოდიან და არ შეიძლება, რომ ერთდროულად იყოს ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.ახლა ჩემო გარგო, შეგიძლიათ ბავშვებს დაუსვათ მეორე ასევე საკვანძო საკითხი,ანუ მიზანი თქვენი გაკვეთილისა( თქვენ ხომ გინდათ მათ ასწავლოთ აგრეთვე თითოეული ამ დროთა თვეები?) ამიტომაც დასვამთ კლასში შეკითხვას, თუ დროის რა ინტერვალით მონაცვლეობენ ეს დროები ბუნებაში? და ამასობაში დაასწავლით სრულიად უმტკივნეულოდ და აი ასე თამაშით იმ სამ თვეს, რომელიც თითოეულ დროს განეკუთვნება.მე ჩემს ყველა ლექსში ბავშვებს ვაძლევ გადასაჭრელად საკითხს. ჯერ, მორალი მიდის, მაგრამ ამ მორალის ფონზე, ბავშვმა თავისით უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი.მგონი თავი შეგაწყინეთ. გმადლობთ ყურადღებისთვის)) უღრმესი მადლობა მუხა, ძალიან გამახარეთ ყველამ რომ წაიკითხეთ და გამომეხმაურეთ. რაც შეეხება თქვენს შენიშვნას საყვარელო, მე ასე ვუპასუხებდი: პირიქით, ბავშვებს უნდა მივცეთ ანალიზის საშუალება, განუვითაროთ ნალიტიკური აზროვნების უნარი. აი, აბა წარმოიდგინეთ რა ჟრიამული ატყვდება კლასში ამ შეკითხვის შემდეგ. ზოგი რას იტყვის, ზოგი რას, თან თქვენ შემხვედრ კითხვას დაუსვამთ თუ რატომ უყვარს, მაგ. თეონას ზამთარი, რითი ხიბლავს? შემდეგ გიგა იტყვის, რომ მას გაზაფხული უყვარს და რატომ, იმასაც დაასახელებს და ამასობაში წარმოისახავენ კიდეც ბავშვები თითოეულ დროს და უფრო კარგად დაამახსოვრდებათ თუ რომელი, რითი განსხვავდება და ბოლოს, თქვენ, როგორც პედაგოგმა უნდა დაუსვათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ბავშვებს: რატომ არ შეიძლებოდა დედას ოთხივე შვილი სტუმრებოდა? ბავშვები არ დაიბნევიან და აუცილებლად გაგცემენ პასუხს, რომ ეს დროები მონაცვლეობით მოდიან და არ შეიძლება, რომ ერთდროულად იყოს ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.ახლა ჩემო გარგო, შეგიძლიათ ბავშვებს დაუსვათ მეორე ასევე საკვანძო საკითხი,ანუ მიზანი თქვენი გაკვეთილისა( თქვენ ხომ გინდათ მათ ასწავლოთ აგრეთვე თითოეული ამ დროთა თვეები?) ამიტომაც დასვამთ კლასში შეკითხვას, თუ დროის რა ინტერვალით მონაცვლეობენ ეს დროები ბუნებაში? და ამასობაში დაასწავლით სრულიად უმტკივნეულოდ და აი ასე თამაშით იმ სამ თვეს, რომელიც თითოეულ დროს განეკუთვნება.მე ჩემს ყველა ლექსში ბავშვებს ვაძლევ გადასაჭრელად საკითხს. ჯერ, მორალი მიდის, მაგრამ ამ მორალის ფონზე, ბავშვმა თავისით უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი.მგონი თავი შეგაწყინეთ. გმადლობთ ყურადღებისთვის))
11. მომეწონა კარგია! ძალიან ლამაზად მოგაქვთ მკითხველამედე,
წელიწადი- დედა იყო და მას ჰყავდა ოთხი შვილი, ყველა მშობმლის დამჯერე და სიყვარულით გამოზრდილი.
მშვენიერია და ვიტყვი იმასაც, რომ არა ბოლო შეკითხვა, დიდაქტიკური მასალა იქნებოდა, თანამედროვე ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ პატარებს არ უნდა შევეკითხოთ რომელი უფრო უყვარს. მომეწონა კარგია! ძალიან ლამაზად მოგაქვთ მკითხველამედე,
წელიწადი- დედა იყო და მას ჰყავდა ოთხი შვილი, ყველა მშობმლის დამჯერე და სიყვარულით გამოზრდილი.
მშვენიერია და ვიტყვი იმასაც, რომ არა ბოლო შეკითხვა, დიდაქტიკური მასალა იქნებოდა, თანამედროვე ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ პატარებს არ უნდა შევეკითხოთ რომელი უფრო უყვარს.
10. აი ამას ქვია სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი ნაწერი.
5 ქულა ქალბატონ მანანას. აი ამას ქვია სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი ნაწერი.
5 ქულა ქალბატონ მანანას.
9. როგორი კარგი და ლამაზია ხოლმე თქვენი ლექსები +++ როგორი კარგი და ლამაზია ხოლმე თქვენი ლექსები +++
8. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო)) ცოტა შევიშმუშნე და წამოვწითლდი)) გაგახაროთ ღმერთმა!ვისაც გსურთ მოიწონეთ ფეისბუქზე ჩემი გვერდი. იქ ძალიან საინტერესო მასალას ნახავთ. ქართული შრიფტიტ მოძებნეთ საბავშვო ლექსები-რომელსაც ეს სურათივე უდევს. იქ უფრო გულუხვად გაგიმასპინძლდებით, გელოდებით! უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო)) ცოტა შევიშმუშნე და წამოვწითლდი)) გაგახაროთ ღმერთმა!ვისაც გსურთ მოიწონეთ ფეისბუქზე ჩემი გვერდი. იქ ძალიან საინტერესო მასალას ნახავთ. ქართული შრიფტიტ მოძებნეთ საბავშვო ლექსები-რომელსაც ეს სურათივე უდევს. იქ უფრო გულუხვად გაგიმასპინძლდებით, გელოდებით!
7. რა კარგია,რა ლამაზად და ზუსტად აქვს სიუჟეტური ქარგა მორგებული თითოეულ შვილს(დროს). ძალიან ჟღერადიცაა,მელოდიურიც და სასიამოვნოა ძალიან. უდაოდ დიდი სიყვარულის და სითბოს მატარებელი ლექსია და თავად ავტორიც ასეთია დარწმუნებული ვარ.თქვენ ძალიან გეყვარებათ პატარები <3 დიდი სიყვარული,სითბო თქვენ ჩემგან და ყველა პატარას სახელით.მართლა საოცრად მომეწონა.გაიხარეთ.
5555555 რა კარგია,რა ლამაზად და ზუსტად აქვს სიუჟეტური ქარგა მორგებული თითოეულ შვილს(დროს). ძალიან ჟღერადიცაა,მელოდიურიც და სასიამოვნოა ძალიან. უდაოდ დიდი სიყვარულის და სითბოს მატარებელი ლექსია და თავად ავტორიც ასეთია დარწმუნებული ვარ.თქვენ ძალიან გეყვარებათ პატარები <3 დიდი სიყვარული,სითბო თქვენ ჩემგან და ყველა პატარას სახელით.მართლა საოცრად მომეწონა.გაიხარეთ.
5555555
6. საყვარელი ლექსია. :) საყვარელი ლექსია. :)
5. გაგახაროთ უფალმა..ძალიან თბილი ქალბატონი ბრძანდებით... <3 გაგახაროთ უფალმა..ძალიან თბილი ქალბატონი ბრძანდებით... <3
4. გმადლობთ ელადა, გაიხარეთ! გმადლობთ ელადა, გაიხარეთ!
3. კარგია, ლამაზად დახატული თითოეული კარგია, ლამაზად დახატული თითოეული
2. გმადლობთ საყვარელო ან... რომ წაიკითხეთ და დადებითად შეაფასეთ. გაიხარეთ!)) გაგამრავლოთ ღმერთმა და ლექსებს არ მივაკლებ, გპირდები, თქვენს პაწიებს)) გმადლობთ საყვარელო ან... რომ წაიკითხეთ და დადებითად შეაფასეთ. გაიხარეთ!)) გაგამრავლოთ ღმერთმა და ლექსებს არ მივაკლებ, გპირდები, თქვენს პაწიებს))
1. შვილი რომ მყავდეს სიამოვნებით წავუკითხავდი თქვენს ლექსებს.. ულაპარაკოდ ჩემი მაქსიმუმი +2 შვილი რომ მყავდეს სიამოვნებით წავუკითხავდი თქვენს ლექსებს.. ულაპარაკოდ ჩემი მაქსიმუმი +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|