ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2014


"ხატიას"

ზეცით გამოვძერწე ხატია და
ჩემს ხატს შევუცვალე ხატის ფერი
შენით იწყებოდა ნისლობა და
შენში მთავრდებოდა ყველაფერი

ახლა უშედეგო ამინდია
სუნთქვამ ჩააწითლა ზეცის წელი
ჩემი საყვარელი ფერი ხარ და
ჩემი გრძნობებია ხატისფერი

რავქნა გამექეცი ზღვის ტალღებთან
თმები შეურიე ჰორიზონტებს
ზღვაში დაკარგული ნავის ცეკვით
ჩემში ხატობის თვე მოაბოტებს

ნუღა დაფიქრდები საფიქრალო
ფიქრებს ფიქრიანად დაუფიქრდი
მხოლოდ ასეულზე გავამრავლოთ
და თან ორზე გავყოთ ერთი სული

მოდი გადავიცვათ ზღვის ფერი და
სუნთქვა ტალღებივით ავიქაფოთ
ასი კილომეტრიც აგვერიდა
გზას რომ მოყვებოდა ნაფოტ ნაფოტ

ახლა უშენობის ფერებია
მზე ვერ დავინახე სად ხატია
მარტმა სიყვარული შემომფიცა
მაგრამ სად მარტი და სად ხატია

ზეცით გამოვძერწე ხატია და
ჩემს ხატს შევუცვალე ხატის ფერი
შენით იწყებოდა ნისლობა და
შენში მთავრდებოდა ყველაფერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს