ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2014


ოთო გურგენიშვილის ხსოვნას

ტკივილმა დასერა გული,
ღრუბლები შეჰყარა ზეცამ,
მის სიკვდილს სამშობლო ტირის,
ამოსვლის სცხვენია მზესაც.

გმირები არა გვყავს ბევრი,
მოღალატეები სჭარბობს,
ამ კაცმა თავისი წასვლით,
მაგალითი მოგვცა ხალხო.

ანდერძად დატოვა სითბო,
ღმერთამდე ასული ტრფობა,
მინდა რომ სიზმარი იყოს,
მისი გამგზავრების ცნობა.

კაცებო ავწიოთ თასი,
ცოცხლად გამარჯვება შევსვათ,
უფალმა დაისვა მარჯვნივ,
და თბილად საუბრობს ღმერთთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს