ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2014


ეძღვნება ზაზა სუყაშვილს (ჰერელი)

ძმობა მინდა ჩვენი დავაძველო,
თუმცა სხვადასხვა გვაქვს ზეცის რიდე,
ძმაო, ერთი მუჭა საქართველო,
აქეთ გულის ჯიბით წამომიღე.

შენს სახლს სიშორეთი ჩამოფარებია,
აღარც ოცდაათი მიღირს მინარეთი,
ვეღარ გავარჩიე ვისი რომელია,
შენი- ჰერეთი თუ ჩემი - იმ"ჰ"ერეთი

წავალ სამშობლოში უცხო ტურისტივით,
ძმაო, სასაფლაოს ქვებს ხავს მოვარიდებ,
სისხლში სისხლზე მეტი არის სამშობლო და
ჰერეთ-იმ"ჰ"ერეთში თუ გსურს ვიცალხიდებ.

მზერა დაეწევა სივრცეს მარცვალებით,
ქარი თავს შეაკლავს მუხის ბებერ რტოებს,
ზვრებში კუპლეტებად ჩაყრილ სიმწვანეში
მრუში, აორსულებს სხივი საზამთროებს.

ძმაო, რომ წამოხვალ ღმერთი წამომიღე,
სანთლის ანთება და ლოცვა სიბერეთი,
კაცურ კაცობა და ვაზის სიქალწულე,
მუჭა ჰერეთს უცდის მთელი იმ"ჰ"ერეთი.

ხედავ? ხელში თავსობს მთელი საქართველო,
მაგრამ ხელის გულებს ტკივა სამსჭვალისი,
მინდა ჩემი სახლი ისე გავამრთელო,
ჰერეთს ბანს უბამდეს ჩემი ქუთაისი.

მერე ვაზის მტევნებს ტანზე დაიწურავს.
კალთა ავუკეცოთ მშობელს მშობლობამდე,
მერე თავად უცხომ ჩვენში იწანწალოს,
ჩვენ კი ტურისტებად შევრჩეთ ღვინობამდე

ფხიზელ გონებას და სულით ქართველობას,
წვიმავ, ორივ ზეცის თაღზე გადაიღე.
ძმაო, რომ მოშრება სისიხლი ჰერეთისკენ,
მერე აკეცე და ჯიბით წამომიღე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს