ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2014


ვერ გავიმარჯვე

მაპატიე, რომ ერთადერთი ხარ
და მონატრებაც, გთხოვ, მაპატიე!
ის ჩახუტება, პირველი კოცნა.
გრძნობებით სავსე რომ აგატირე
მაპატიე, რომ ასე მიყვარდი
ის სიტყვაც, ყურში რომ ჩაგჩურჩულე
მაპატიე, ის პირველი ვარდი
ჩემს გულთან ერთად როცა გაჩუქე.
ვიცი, მპატიობ გადახსნილ მაჯებს,
წარსულს ვიხსენებ ნახევრადმკვდარი
მაპატიე, რომ ვერ გავიმარჯვე.
მაპატიე, რომ ვერ მოვასწარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები