შენი თვალები ჩემი მეგონა, თურმე სხვას უმზერ, სხვისი ჭირია, სხეული ჩემი საფულე არის, და სულის ხურდა შიგნით მიყრია,
ვერ გავეცლები შენს მონატრებას, დღეს მესამეა დღე უშენობის, ნეტავი მომცა ცოტა ტალახი და ოდნავ ძალი სულით ღმერთობის.
ნეტავი მომცა ჩრდილების ფერი, რომ ფეხვეშ გდევდე, როგორც აჩრდილი და შენი თმები თითქოს მზისფერი, მიჭრდნენ კლდიდან გადავარდნილნი
წვიმის წვეთებად და სამკაულად დაგეკიდები ყელზე მზისფერო, ჩემი ციმციმი მერე რიჟრაჟზე სხვის მონატრებად არ შეიფერო.
ნეტავი მომცა ცოტა ტალახი, რომ გამოვძერწო ჩემი სამყარო. ან ცოტა ღმერთი მომცა სხეულში, რომ შენი ქმარი დავასამარო.
შენი თვალები ჩემი მეგონა, თურმე სხვას უმზერ, სხვისი ჭირია. სხეული ჩემი საფულე არის და სულის ხურდა შიგნით მიყრია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი ხარ პაპუნა +++ კარგი ხარ პაპუნა +++
4. გმადლობთ ორივეს კეთილი სურვილებისთვის გმადლობთ ორივეს კეთილი სურვილებისთვის
3. გმადლობთ ორივეს კეთილი სურვილებისთვის გმადლობთ ორივეს კეთილი სურვილებისთვის
2. ჩემი ციმციმი მერე რიჟრაჟზე სხვის მონატრებად არ შეიფერო.
ეს განსაკუთრებით მომეწონა! მშვენიერი ლექსია <3 წარმატებები მისი ქმრის დასამარებაში :)) ++ ჩემი ციმციმი მერე რიჟრაჟზე სხვის მონატრებად არ შეიფერო.
ეს განსაკუთრებით მომეწონა! მშვენიერი ლექსია <3 წარმატებები მისი ქმრის დასამარებაში :)) ++
1. სხეული - საფულე სული - ხურდა
"წვიმის წვეთებად და სამკაულად დაგეკიდები ყელზე მზისფერო, ჩემი ციმციმი მერე რიჟრაჟზე სხვის მონატრებად არ შეიფერო."
ესეც კაი რამეა!
წარმატებები! : ) სხეული - საფულე სული - ხურდა
"წვიმის წვეთებად და სამკაულად დაგეკიდები ყელზე მზისფერო, ჩემი ციმციმი მერე რიჟრაჟზე სხვის მონატრებად არ შეიფერო."
ესეც კაი რამეა!
წარმატებები! : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|