ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2014


..............

საზოგადოებას



მე სიყვარული არ შემიძლია
მე ვერ გაგიყოფ პურს
ვიცი რომ გშია,
მაგრამ მე მსურს ვჭამო შენს ქელეხშიც.

მე სიძულვილიც არ შემიძლია
მე გიყიდი პურს ბოლო ხურდებით,
უკანასკნელმა 80-მა თეთრმა
ღიმილის ძალა დაგვიბრუნოს.

მე კეთილი აზრებიც არ მაქვს
მე შენს გამო ლოცვა არ შემიძლია
მე შენს ბედნიერებს ვერ გავუღიმებ
მაპატიე მე შენი სიკვდილი მსურს.

გიხაროდეს ლექსი ჩემი აღსარებაა
შენ ხარ დაღლილი ყოველი დღით
გიხაროდეს მე შენზე ვფიქრობ კიდეც
ღამით მოვალ და გამოგჭრი ყელს.

თვითმკვლელობის დრო დასრულდა
წარსულს ჩაბარდა ფიქრი სუიციდზე
ჩემი გული ქრისტეზე არ ფიქრობს,
მაგრამ მე მსურს მოვკვდე წამებული.

სულის აბორტი ნიშნავს ათავებას,
როცა ხორციდან ვნება გამოდის
და სულის გრძნობა არის ტკივილი,
რომელიც სიღრმეებიდან მოდის.

ლექსები მკლავენ, რათა გადავრჩე
და სიმარტოვემ გადამარჩინოს
ლექსები მთხოვენ ბოლო სცენაზე
სახალხო გრძნობად ცრემლი ვაქციო.


მარი ბრეგვაძეს

მას ეგებება იესო ქრისტე
შვილმა იხილა ცხედარი მამის
აცვია თეთრი სამოსი, სუფთა
ვინც ვერ გაექცა სიჩქარეს ძაბვის.

თათიას

ვზივარ და ვწერ,
ცრემლები მცვივა,
როცა შენ უშლი ლოგინს ძამიკოს.

შენიდან ჩემამდე მოკლულ დროსა და
დრომოჭმულ გრძნობებს უიმედოდ განვიცდი.

ვზივარ მაგიდის მეორე ბოლოში,
შენიდან ჩემამდე ათამდე ადამიანია,
ფიზიკურად ჩვენს შორის ჩამდგარნი
თავისთავად გვიშლიან ხელს.
მათ ეს არ სურთ, მაგრამ მეც არ მსურს
გიყურო ფხიზელმა,
შავ ღვინოს ვსვავ წვენის საწრუპით.
ზუსტად ესეთი ვარ ურთიერთობებში.
ექსპერიმენტების მოყვარე
და მუდმივად უიმედო.

ვწრუპავ შავ ღვინოს და
ტრადიციის მოყვარე ახალგაზრდა
ღიმილს მგვრის,
მას სურს დაიდოს დიდი ღიპი
და სიკვდილამდე უაზროდ იცხოვროს.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები