ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


* * *

არსადაა სხვა სამოთხე ჩემთვის,
ვიდრე შენი ქუჩა,
ჭრელსარეცხიანი აივნებით და აყრილი ასფალტით.
ბურთგახეხილი მყვირალა ბავშვებით
და მზესუმზირის გამყიდველი ქალით.
არ მეგულება იმაზე მეტი სამოთხე,
ვიდრე შენი არნაგულისხმები
და მართალი კოცნა,
არტერიაზე_ნიკაპიდან ყელის ღრმულამდე.
არსად ისე არ იცის გათენება,
უძილო დარდმა,
როგორც შენი ქუჩის ამოღმართზე.
რად მინდა სხვა სამოთხის სხვაგან ძებნა,
როცა სიკვდილი არ დამჭირვებია იქ მოსახვედრად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები