 | ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 აგვისტო, 2014 |
,,უშენოდ ჩაიც ფილტვებს მიციებს.“ ო.გურგენიშვილი. თბილი დღე იყო.მზეც ხურდასავით ფანტავდა სხივებს.სიკვდილმა კარგად იცოდა,რომ ასეთ დღეებში სათავისოს ბევრს იპოვიდა.იგი ჭრელი ხურჯინით დადიოდა და ლამაზ სულებს აგროვებდა.ადამიანებში ანგელოზს ეძებდა,თუმცა არასდროს ენახა იგი.შორიახლო ბავშვი შენიშნა და მისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.უეცრად გზაზე ნუკრისთვალება ბიჭი გადაუდგა,სიყვარული ედგა თვალებში.სიკვდილს რაღაც წვავდა,ეს სულაც არ იყო მზე,ეს ბიჭის სულის სიღრმიდან წამოსული სითბო იყო.ბიჭი იცდიდა,სიკვდილი კი ვერ წყვეტდა მის ბედს,რაღაც არ აძლევდა მისთვის სიცოცხლის წართმევის ნებას.ვბერდებიო გაიფიქრა და ბიჭის თვალებში სიყვარული გამორთო.სიკვდილი წავიდა...მისი სიცივისთვის უჩვეულო იყო სითბო,ამიტომ მიმავალი გზად ფანტავდა წამოღებულ სიყვარულს.ბიჭს კი მშვიდად ეძინა,უბრალოდ ადამიანები ტიროდნენ.საღამოს მისთვის მოადუღეს ჩაი,საყვარელ ფინჯანზე დაუსხეს და სასწაულს ელოდნენ,მაგრამ ის არ მომხდარა.ჩაი გაცივდა.ხელუხლებელი ფინჯნის დანახვა ყველას უციებდა ფილტვებს.იმ ღამეს ღმერთი დუმდა.ეშმაკს კი ერთადერთ რამეს ეკითხებოდა საკუთარ თავს და მაინც ვერ გაეგო,რატომ გლოვობდა მთელი ერი ნაცრისფერ ოთახში დასვენებულ ბიჭს,როგორც ახლობელს.მისთვის უცხო იყო ადამიანური გრძნობები.დილა გათენდა,მაგრამ მზე არ ამოსულა,მზის ნაცვლად ნუკრისფერი თვალები იმზირებოდნენ.ეშმაკს ყავის ყლუპი გადასცდა.სავარძლიდან წამოიწია და პირჯვარი გადაისახა.თვალებში სიყვარული ჩადგა,სიყვარულის ნიავმა დაუბერა,თვალების მზე ნელ-ნელა ჩადიოდა,სამაგიეროდ ზღვიდან თენდებოდა,პირველად და უკანასკნელად...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ვნახე ინტერნეტით ოთოს დედა, დიდბუნებოვანი ადამიანი ყოფილა ეს ღვთისნიერი ქალბატონი! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ვნახე ინტერნეტით ოთოს დედა, დიდბუნებოვანი ადამიანი ყოფილა ეს ღვთისნიერი ქალბატონი!
4. )))ირგვლივ ჩამოწვა ბინდი ისმის ყორანთა ლოცვა დეკადენტის ეს სიტყვები გამახსენდა რატომღაც... ნათელში ამყოფოს ღმერთმა )))ირგვლივ ჩამოწვა ბინდი ისმის ყორანთა ლოცვა დეკადენტის ეს სიტყვები გამახსენდა რატომღაც... ნათელში ამყოფოს ღმერთმა
3. კარგები მიჰყავს ღმერთს თორემ უვარგისები იქ მკვდრებს აკლია და აქ ცოცხლებს ამძიმებენ.
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ოთოს. კარგები მიჰყავს ღმერთს თორემ უვარგისები იქ მკვდრებს აკლია და აქ ცოცხლებს ამძიმებენ.
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ოთოს.
1. ოთოო :( ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.... ოთოო :( ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|