ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2014


,,ცხრეული"-3

#7.
არ მინდა შევჩერდე,
არ ვიცი რა მჭირს,
არ მინდა მიყვარდე
და მაინც მაკლდი.
სიცოცხლე მომწონს,
სუნთქვასაც ვბედავ,
შენს ლანდს კი არსად,
                        ვერასგზით ვხედავ!

წვიმა მოვიდა
წვიმას ავეკიდე,
წვიმას გავყევი
                        - ცოლად!
რაც არ უნდა მითხრას,
                      როგორც ამიხირდეს,
მაშინვე მივატოვებ და
                                  მოვალ!
როცა მაჩუქებ სიცოცხლის სურვილს,
როცა სიცოცხლესაც ჩაედგმევა ჩვილივით სული,
როცა კინოში ვიხილავ აბრას,
ბედნიერია, ვინც ერთგული დარჩა,
                            თვის გრძნობის,
როცა უგზვნია ცეცხლი ნაზი ტრფობის,
როცა მისი სუნთქვა არვისას არ ჰგავს,
როცა უძალოა, მაინც მიაპობს ტალღას,
როცა ზვირთები თავს არ ანებებს,
ჩემს სიყვარულს არასგზით არ დაგანებებ,
                                            უბრძოლველად,
                                                    უშფოთველად...
თუნდ ყველა სიტყვა,
                      რაც კი ითქვა
მონათლონ ბოდვებად,
ოღონდ ნუ ჩამითვლიან მათ ცოდვებად!


#8.
ვერასდროს მნახავთ სისხლისგან დაცლილს,
მაინც მოვასწებ თუ ცხოვრება მაცლის,
                                          კანის გაცლას,
დუმილს,
              და ქვიშაში
დავტოვებ კვალს,
ვიმღერებ ბევრს
დაგტოვებ მთვრალს
არაფერს მნებს,
დავკარგავ თავს
                ვიქნები მარტო და მოგიტან ზღაპრებს,
                ქარსაც მოგიტან, ვერავინ გავნებს,
ნიშანში ამოვიღებ
              შენს გრძნობას,
არ ჩავსვამ ნიშაში
              დავიწყებ ბრძნობას,
მომაყრის ქარი მტვერს,
არ მინდა მტრობა,
საითაც გაიწევს
იქიდან მოვა,
            პასუხიც
არავის გავეცი
და პირქვე დავეცი...
ყვავილებს ვიბნევდი გაბნეულ თმაში
აღარ დაგეძებ,
                    დრო გეწურება,
                              მორჩა თამაში!


#9.
არასოდეს მიგრძვნია მსგავსი აღმაფრენა,
არასოდეს მიგრძვნია, რომ გამოხატვა არ მყოფის,
ეს ლექსი თავის სათქმელით უფრო მეტია,
ვიდრე ჰაერი ცისა და მიწის გამყოფი.

ვგრძნობ, რომ ვიღვიძებ და ვდგები ფეხზე,
მოლაღურებს ჩამოეძინათ მთვლემარე ვერხვზე,
ვიღაცის ჩურჩული მესმის,
                                  არა!
                                  ნაბიჯების ხმა,
მე მაინც ველი,
თუმც არ გითქვამს დამელოდეო,
დუმილიც შენი,
ჩემად მიგრძვნია და შემიცვნია,
ლამაზი სახე სხივმოფენილი,
მე კი უშენოდ, მარტოდ შთენილი,
დიდხანს ვერ გავძლებ,
ჯერ ეს ლექსი მყოფნის,
მაგრამ თუ შეძლებ,
                  მალე მოდი,
თორემ ვერ შევძლებ,
და დადგება კითხვა
                    ,,ყოფნა-არყოფნის"..!

მე ისევ მსურს და ისევ მწადია,
რაც შენშია და შენ გაბადია!


                                        23.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები