ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნარევიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


რაც შენ უჩემობით დაორსულდი

სულში აჩრდილები შევისიე,
ბოთლით არაყი და კათხა ლუდი,
ერთ ღერ სიგარეტად გიმათხოვრე,
რაც შენ უჩემობით დაორსულდი.

ჩემთვის თამბაქო და ნარკოტიკი
ხარ და სხვისი გახდი კვირის უქმე ,
ვნება წაგიკიდე ტუჩებზე  და
მერე მთელს სხეულში შეგისუნთქე.

რაც შენ სხვის ბეჭედზე დაქორწინდი,
ღია ფანჯრებიდან ნისლის გემო,
გადამავიწყდა და ცისკენ სწრაფვით
მინდა გაკვამლული ბოლთა ვცემო.


რაც შენ სხვისი გახდი მონატრება,
ღმერთო ჩამოშალე ზეცის ჭერი,
თორემ წამზომიან  სხეულს  შიგნით,
ჟღალი კაპილარი გადავჭერი.

რაც შენ უჩემობით დაორსულდი,
რაც შენ სხვისი გახდი კვირის უქმე
მოდი დავუბრუნდეთ ძველ შენობას.
ყველა მზის ამოსვლა გავუქმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს