ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პანემელი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


სპილოებმა მომიყვანეს ისინი

ბევრი რამე მგონია.

ის არა – რომ ვხედავ სპილოებს და

ჭრელად მოხატულებს,მოჰყავთ ისინი.

სპილოები არ არიან დიდები,

თითქოს მე მგვანან,

უფრო ჩემს თავს.

მგონია,რომ

არსებობენ ადამიანები,

და რომ ღიმილს შეუძლია

ადამიანების არსებობა დაამტკიცოს.

მე მგონია,რომ

ოცნებები ხდება,

და ღამეს შეუძლია

ოცნებების რეალობად ქცევა.

და

თუ კი, ერთ მთვარიან , ან უმთვარო (რადგან მნიშვნელობა არ აქვს)  –

ღამეს,

გაღიმებულს დამინახავ,

გთხოვ, მიხვდე :

– რომ ადამიანს შევხვდი.

ოცნება ამიხდა.

სპილოები გაქრნენ .

სპილოებმა მომიყვანეს ისინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები