ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 სექტემბერი, 2014


გაბრიელ ჯაბუშანურის შესახებ

11 სექტემბერი – დიდებული ხევსური პოეტის – გაბრიელ ჯაბუშანურის დაბადების დღეა, 100 წლის შესრულდებოდა!
კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!
ერთმა ძალიან კარგმა მანდილოსანმა – მარიამ ბეჟიტაშვილმა გაბრიელ ჯაბუშანურზე დოკუმენტური ფილმი გააკეთა, იხილეთ ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=yg2jv2dv2iQ

ჩემმა ერთ–ერთმა საუკეთესო მეგობარმა – ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ გაბრიელის ლექსზე ''ერთგულება'' სიმღერა დაწერა, იხილეთ ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=1HT5K9DRjvg

დაბოლოს:

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

https://www.youtube.com/watch?v=G8t8NvDul50

ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით 15 წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.

ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.

ეს სიმღერა მალევე აიტაცეს, განსაკუთრებით გოგონებმა... ამ სიმღერას გოგონების ტრიოც არაჩვეულებრივად ასრულებს, ამ ტრიოს ჯგუფი მანდილი ჰქვია, სადაც შედიან ნიჭიერი მანდილოსნები: შორენა ცისკარაული, ანი ჭინჭარაული და თათია მგელაძე.


https://www.youtube.com/watch?v=9Da3qjzxiDs

https://www.youtube.com/watch?v=9j0YGqNidvA

http://www.myvideo.ge/?video_id=2142718

წარმატებები ვუსურვოთ ამ შესანიშნავ ადამიანებს შემოქმედებით გზაზე, უფალი იყოს მათი შემწე ყოველ კეთილ საქმეში!

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები