ანა ახმატოვა ხელმწიფე ნაცრისფერთვალება - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გმოსავდეს დიდება მარადი, ტკივილო, შენ, დაუსაბამო! ნაცრისფერთვალება ხელმწიფე მომკვდარა წუხელი საღამოს.
.სულისშემხუთავი, ელვარე მწუხრი შემოდგომას ებურა. მიამბო მეუღლემ ამბავი გულმშვიდად, შინდაბრუნებულმა.
,,თურმე, ნადირობას მომხდარა, ამალა სულმთლად არეულა, ერთ ბებერ მუხასთან უნახავთ იმისი უსულო სხეული.
ბრალი მის საცოდავ დედოფალს, მოტირალს ცრემლები ღარავდა, და თანაც ისეთი ნორჩია! ერთ ღამეს სულ გაჭაღარავდა."
მითხრა , მოიძია ჩიბუხი, აიღო მან ბუხრის თავიდან. ამაღამ კვლავ ღამის ცვლაშია. თავის სამსახურში წავიდა.
მივალ, გავაღვიძებ გოგონას ჩემსას, დამშვიდებით მძინარეს. ნაცრისფერ თვალებში ჩავხედავ, გზას მივცემ ცრემლების მდინარეს.
ფანჯრიდან მოისმის შრიალი, ჩურჩული დაიწყეს ალვებმა და მეუბნებიან: ,,აღარ გყავს ხელმწიფე ნაცრისფერთვალება!"
.
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова
Сероглазый король
Слава тебе, безысходная боль!
Умер вчера сероглазый король.
Вечер осенний был душен и ал,
Муж мой, вернувшись, спокойно сказал:
«Знаешь, с охоты его принесли,
Тело у старого дуба нашли.
Жаль королеву. Такой молодой!..
За ночь одну она стала седой».
Трубку свою на камине нашёл
И на работу ночную ушёл.
Дочку мою я сейчас разбужу,
В серые глазки ее погляжу.
А за окном шелестят тополя:
«Нет на земле твоего короля...»
<p>11 декабря 1910</p>Царское Село
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. დევი, მირანგულა, მადლობა! :) ამ დღეეში შევეცდები რაიმე თარგმანი კიდევ დავდო ორიგინალთან ერთად, (უფრო პარასკევ საღამოს ვვარაუდობ) და იმედი მაქვს, ისევ გაგიჩნდებათ სურვილი თარგმნისა. დევი, მირანგულა, მადლობა! :) ამ დღეეში შევეცდები რაიმე თარგმანი კიდევ დავდო ორიგინალთან ერთად, (უფრო პარასკევ საღამოს ვვარაუდობ) და იმედი მაქვს, ისევ გაგიჩნდებათ სურვილი თარგმნისა.
17. ა, ბატონო. :)
უძირო ტკივილო, დიდება შენდა! რუხთვალა მეფისთვის სიცოცხლე შეწყდა.
მეწამულ საღამოს, მხუთავი დარის, შინდაბრუნებული ყვებოდა ქმარი:
"ნადირთა "დევნისას" აღსრულდა ჟამი, ბებერი მუხის ქვეშ უნახავთ გვამი.
საბრალო დედოფალს, დამკარგავს ქმარის, ჭაღარად დაეტყო იმ ღამის კვალი."
ეს თქვა და ჩიბუხი მოძებნა, წამით, წავიდა, შეუდგა სამსახურს ღამის.
ჩემს გოგოს, პატარას, ვაღვიძებ მალე, მომინდა ჩავხედო ნაცრისფერ თვალებს.
სარკმელთან კი თითქოს ჭადრებიც "ყეფენ": აქ, დედამიწაზე არა გყავს მეფე! ა, ბატონო. :)
უძირო ტკივილო, დიდება შენდა! რუხთვალა მეფისთვის სიცოცხლე შეწყდა.
მეწამულ საღამოს, მხუთავი დარის, შინდაბრუნებული ყვებოდა ქმარი:
"ნადირთა "დევნისას" აღსრულდა ჟამი, ბებერი მუხის ქვეშ უნახავთ გვამი.
საბრალო დედოფალს, დამკარგავს ქმარის, ჭაღარად დაეტყო იმ ღამის კვალი."
ეს თქვა და ჩიბუხი მოძებნა, წამით, წავიდა, შეუდგა სამსახურს ღამის.
ჩემს გოგოს, პატარას, ვაღვიძებ მალე, მომინდა ჩავხედო ნაცრისფერ თვალებს.
სარკმელთან კი თითქოს ჭადრებიც "ყეფენ": აქ, დედამიწაზე არა გყავს მეფე!
16. სიამოვნებით, ქალბატონო ნინო :)
გაუტეხელო ტკივილო - ა ვ ე! იშრობ მეფის მკვდარ, ნაცრისფერ თვალებს...
შემოდგომის მწუხრს ხუთავდა სიცხე, შინ მოსულ ქმარმა თქვა (ისე, არც ვკითხე):
"ნადირობისას, იცი? უნახავთ, შინ მოასვენეს - მკვდარი მუხასთან.
დედოფალს ვდარდობ. სულ ახალგაზრდა!.. ერთ ღამეში მთლად გაჭაღარავდა".
მისი ჩიბუხი ბუხარზე ჰპოვა და ღამის ცვლაში შეუდგა შრომას.
მეც გავაღვიძებ ჩემს გოგოს, რადგან, ნაცრისფერ თვალებს ჩავხედო ამღამ.
ფანჯრის მიღმა კი, ალვები თრთიან: "არა გყავს მეფე მიწაზე მთლიან..." სიამოვნებით, ქალბატონო ნინო :)
გაუტეხელო ტკივილო - ა ვ ე! იშრობ მეფის მკვდარ, ნაცრისფერ თვალებს...
შემოდგომის მწუხრს ხუთავდა სიცხე, შინ მოსულ ქმარმა თქვა (ისე, არც ვკითხე):
"ნადირობისას, იცი? უნახავთ, შინ მოასვენეს - მკვდარი მუხასთან.
დედოფალს ვდარდობ. სულ ახალგაზრდა!.. ერთ ღამეში მთლად გაჭაღარავდა".
მისი ჩიბუხი ბუხარზე ჰპოვა და ღამის ცვლაში შეუდგა შრომას.
მეც გავაღვიძებ ჩემს გოგოს, რადგან, ნაცრისფერ თვალებს ჩავხედო ამღამ.
ფანჯრის მიღმა კი, ალვები თრთიან: "არა გყავს მეფე მიწაზე მთლიან..."
15. მიხარია, რომ საიტის სხვა წევრებმაც აიტაცეს ამ ლექსის თარგმნის იდეა. შედეგად - საინტერესო თარგმანები დაიდო. კარგი იქნებოდა, აქ, კომენტარებში გადმოგვეტანა ყველა თარგმანი. იმედია, ავტორები წაიკითხავენ ამ კომენტარს და არ დაიზარებენ. მიხარია, რომ საიტის სხვა წევრებმაც აიტაცეს ამ ლექსის თარგმნის იდეა. შედეგად - საინტერესო თარგმანები დაიდო. კარგი იქნებოდა, აქ, კომენტარებში გადმოგვეტანა ყველა თარგმანი. იმედია, ავტორები წაიკითხავენ ამ კომენტარს და არ დაიზარებენ.
14. მიხარია, რომ საიტის სხვა წევრებმაც აიტაცეს ამ ლექსის თარგმნის იდეა. შედეგად - საინტერესო თარგმანები დაიდო. კარგი იქნებოდა, აქ, კომენტარებში გადმოგვეტანა ყველა თარგმანი. იმედია, ავტორები არ დაიზარებენ. მიხარია, რომ საიტის სხვა წევრებმაც აიტაცეს ამ ლექსის თარგმნის იდეა. შედეგად - საინტერესო თარგმანები დაიდო. კარგი იქნებოდა, აქ, კომენტარებში გადმოგვეტანა ყველა თარგმანი. იმედია, ავტორები არ დაიზარებენ.
13. აი, ის კომენტარიც: ,,მე ვიზიარებ აზრს, , რომლის მიხედვითაც, არსებობს ორი ტიპის სათარგმნი ლექსი და შესაბამისად, ორი განსხვავებული მიდგომა. თუ ლექსი და მისი ავტორი უცნობი ან ნაკლებად ცნობილია , ასე ვთქვათ ,,მთარგმნელობითად მოუთელავი" და ჩვენი მკითხველი ახლაღა უნდა გაეცნოს მას, საჭირო და აუცილებელიცაა ლამის ბწკარედული სიზუსტე, ანუ პირველადი ინფორმაციულობის მაღალი ხარისხი. ასეთ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი ან შინაარსზე უნდა იდგეს. ან ფორმაზე , თუკი ის მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმმართველია (ვთქვათ - ხლებნიკოვი) .(პირობითად ვმიჯნავ, თორემ წმინდად ფორმობრივი და წმინდად შინაარსობრივი ასპექტები რეალურად გაუმიჯნავია). ცნობილი პოეტური ნაწარმოების თარგმნა კი თავისებურ მთრგმნელობით პაექრობაში ჩაბმასაც ნიშნავს. არჩევანის თავისუფლება მეტი გეძლევა. შესაბამისად, მშობლიურ ლიტერატურულ გარემოში უცხოელი ავტორის თავისებურ თანაავტორადაც გამოიყურები. ანუ მონა- შემსრულებლის მოვალეობის ნაცვლად მეგობრის პრივილეგიით ფუფუნებ. დაე , მკითხველმა აირჩიოს, როგორი საერთო მეგობარი, მედიუმი ურჩევნია ჰყავდეს უცხოელ ავტორთან. ' აი, ის კომენტარიც: ,,მე ვიზიარებ აზრს, , რომლის მიხედვითაც, არსებობს ორი ტიპის სათარგმნი ლექსი და შესაბამისად, ორი განსხვავებული მიდგომა. თუ ლექსი და მისი ავტორი უცნობი ან ნაკლებად ცნობილია , ასე ვთქვათ ,,მთარგმნელობითად მოუთელავი" და ჩვენი მკითხველი ახლაღა უნდა გაეცნოს მას, საჭირო და აუცილებელიცაა ლამის ბწკარედული სიზუსტე, ანუ პირველადი ინფორმაციულობის მაღალი ხარისხი. ასეთ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი ან შინაარსზე უნდა იდგეს. ან ფორმაზე , თუკი ის მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმმართველია (ვთქვათ - ხლებნიკოვი) .(პირობითად ვმიჯნავ, თორემ წმინდად ფორმობრივი და წმინდად შინაარსობრივი ასპექტები რეალურად გაუმიჯნავია). ცნობილი პოეტური ნაწარმოების თარგმნა კი თავისებურ მთრგმნელობით პაექრობაში ჩაბმასაც ნიშნავს. არჩევანის თავისუფლება მეტი გეძლევა. შესაბამისად, მშობლიურ ლიტერატურულ გარემოში უცხოელი ავტორის თავისებურ თანაავტორადაც გამოიყურები. ანუ მონა- შემსრულებლის მოვალეობის ნაცვლად მეგობრის პრივილეგიით ფუფუნებ. დაე , მკითხველმა აირჩიოს, როგორი საერთო მეგობარი, მედიუმი ურჩევნია ჰყავდეს უცხოელ ავტორთან. `
12. როი, ცალკე სტრიქონს ნუ კითხულობ, ჩემო კარგო, ჩასვი მთლიან რიტმში და გაიხსენე ,, რიტმული ინერციის " მოვლენა. ჩემს მთარგმნელობით პოზიციას რაც შეეხება ამ ლექსთან მიმართებაში, გადმოვიტან ფეისბუქიდან, იქ მიდევს, მაგრამ ჯერ ჩემი ,,კოპი-პეისტი" აკოპირებული ტექსტისგან მინდა გავათვისუფლო
ეს ქვემოთა ტექსტი სხვა ლექსთან, სხვისი კომენტარის პასუხად დაიწერა და არაფრის დიდებით არ გგულისხმობს, მაგრამ აქაც ვდებ, იქნებ ვინმე ადრესატი წააწყდეს. ახლაც და მუდამ, იმისათვის რომ გავარკვიო, რამდენად საინტერესოა თქვენი ან ვინმეს აზრი ჩემთვის, კომენტატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთს მაინც: 1. ან კომენტარის ავტორს უნდა ვიცნობდე პირად-ვირტუალურად, 2. ან მისი ნაწერების გაცნობის შესაძლებლობა უნდა მქონდეს. თვალის გადავლებით მაინც. 3. ან კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეეძლოს ახსნა-დასაბუთება თუ არა, აღნიშვნა მაინც, კონკრეტულად რა არ მოსწონს. ეს შეეხება ნეგატიურ კომენტარს. ,, ლიტრავ, გეუბნებიან და კოკავ, შენც გესმოდესო"! , ან - პირიქით. ან ,,ავტორის ერთო ნიკო, გეუბნებიან და მეორევ - გაიგონეო" თუ როგორც არის!
საქებარ- მოსაფერებელ კომენტართა ავტორებს, ამ მხრივ , საქმე, მეტი რომ არ შეიძლება, ისე კარგად აქვთ: შეუძლიათ, უსასრულოდ, დაუსაბუთებლად მაქონ, თუნდაც არაგულწრფელად. არც მეწყინება, არც მომწყინდება! :)
როი, ცალკე სტრიქონს ნუ კითხულობ, ჩემო კარგო, ჩასვი მთლიან რიტმში და გაიხსენე ,, რიტმული ინერციის " მოვლენა. ჩემს მთარგმნელობით პოზიციას რაც შეეხება ამ ლექსთან მიმართებაში, გადმოვიტან ფეისბუქიდან, იქ მიდევს, მაგრამ ჯერ ჩემი ,,კოპი-პეისტი" აკოპირებული ტექსტისგან მინდა გავათვისუფლო
ეს ქვემოთა ტექსტი სხვა ლექსთან, სხვისი კომენტარის პასუხად დაიწერა და არაფრის დიდებით არ გგულისხმობს, მაგრამ აქაც ვდებ, იქნებ ვინმე ადრესატი წააწყდეს. ახლაც და მუდამ, იმისათვის რომ გავარკვიო, რამდენად საინტერესოა თქვენი ან ვინმეს აზრი ჩემთვის, კომენტატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთს მაინც: 1. ან კომენტარის ავტორს უნდა ვიცნობდე პირად-ვირტუალურად, 2. ან მისი ნაწერების გაცნობის შესაძლებლობა უნდა მქონდეს. თვალის გადავლებით მაინც. 3. ან კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეეძლოს ახსნა-დასაბუთება თუ არა, აღნიშვნა მაინც, კონკრეტულად რა არ მოსწონს. ეს შეეხება ნეგატიურ კომენტარს. ,, ლიტრავ, გეუბნებიან და კოკავ, შენც გესმოდესო"! , ან - პირიქით. ან ,,ავტორის ერთო ნიკო, გეუბნებიან და მეორევ - გაიგონეო" თუ როგორც არის!
საქებარ- მოსაფერებელ კომენტართა ავტორებს, ამ მხრივ , საქმე, მეტი რომ არ შეიძლება, ისე კარგად აქვთ: შეუძლიათ, უსასრულოდ, დაუსაბუთებლად მაქონ, თუნდაც არაგულწრფელად. არც მეწყინება, არც მომწყინდება! :)
11. მითხრა , მოიძია ჩიბუხი, აიღო მან ბუხრის თავიდან. ამაღამ კვლავ ღამის ცვლაშია. თავის სამსახურში წავიდა.
?????
რატომ გვატყუებთ? :) მითხრა , მოიძია ჩიბუხი, აიღო მან ბუხრის თავიდან. ამაღამ კვლავ ღამის ცვლაშია. თავის სამსახურში წავიდა.
?????
რატომ გვატყუებთ? :)
10. რიტმი რატო ეს? სულ სხვა ტექსტია ორიგინალისგან განსხვავებით. რიტმი რატო ეს? სულ სხვა ტექსტია ორიგინალისგან განსხვავებით.
9. რა ლამაზად ჟღერს თარგმანიც.
რა ლამაზად ჟღერს თარგმანიც.
8. შენი თარგმანი უფრო პოეტურია, ოთარის უფრო ზუსტი, ისიც დღესა დადებული შენი თარგმანი უფრო პოეტურია, ოთარის უფრო ზუსტი, ისიც დღესა დადებული
7. ოსტატის ხელი პირველივე სტრიქონიდან იგრძნობა! რა სასიამოვნოა, ნამუშევარ-გაკრიალებული ტექსტები, რომ კითხულობ და მისრიალებენ თვალები სიტყვებზე, მზერა არაფერთან წამოგედება, არ წაიბორძიებ... ოსტატის ხელი პირველივე სტრიქონიდან იგრძნობა! რა სასიამოვნოა, ნამუშევარ-გაკრიალებული ტექსტები, რომ კითხულობ და მისრიალებენ თვალები სიტყვებზე, მზერა არაფერთან წამოგედება, არ წაიბორძიებ...
6. მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :) მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :)
5. მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :) მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :)
4. მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :) მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :)
3. მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :) მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :)
2. მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :) მადლობა, კატიე! მართლა საუკუნეა , აქ არ შემომიხედავს. მომენატრეთ, ქართულად ვერ ვწერდი. ახლა საქმე გამომისწორდა და ეს პირველი ნიშანია. :)
1. პირველი ვარ :)
ძალიან მომეწონა! პირველი ვარ :)
ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|