დღეს სიყვარულის დავწვავ წერილებს, უკანასკნელად ვიქნებით ერთად, გაინავარდებ უღრუბლო ცაზე, მოეფინები მშრალ ქუჩებს ფერფლად.
და ხალხი, ხალხიც თავის ფეხებით გადაგთელავს და მიწამდე დასულს, ზედ გადაგივლის, ისედაც დაშლილს, ერთ დროს უნაზეს, ოქროსფერ ასულს,
დღეს სიყვარულის დავწვავ წერილებს, შენგან მოწერილს, ანდა, პირიქით, ვფიქრობ, ევრასდროს ვერ გაპატიებ, ვფიქრობ, ძვირფასო, თუმცა ვინ იცის...
თუმცა ვინ იცის, რას გიპასუხებ, როცა ჩემს სახლში- გაბმული ზარი გამომაღვიძებს ტკბილი სიზმრიდან, მივბანცალდები კარებთან მთვრალი.
იდგები მშვიდად, ნაცნობი მზერით, ანთებულ თვალებს ბავშვურად დახრი და აივსება შენი სურნელით ჩაბნელებული, მდუმარე სახლი.
არ ვიცი, ხედავ? სუსტი ვარ ბევრად, დღეს სიყვარულის წერილებს ვწვავდი, თუმცა როდესაც დაბრუნდი ისევ, კვლავ გახარებულ პატარას ვგავდი.
ვიცი, რომ წახვალ, ან წავალ ალბათ, ვიცი, რომ გზები ერთმანეთს ცდება. დაგელოდები? არ ვიცი, არა, თუმცა ამ ქვეყნად რა აღარ ხდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ''არ ვიცი, ხედავ? სუსტი ვარ ბევრად, დღეს სიყვარულის წერილებს ვწვავდი, თუმცა როდესაც დაბრუნდი ისევ, კვლავ გახარებულ პატარას ვგავდი.'' ++ ``არ ვიცი, ხედავ? სუსტი ვარ ბევრად, დღეს სიყვარულის წერილებს ვწვავდი, თუმცა როდესაც დაბრუნდი ისევ, კვლავ გახარებულ პატარას ვგავდი.`` ++
14. არ ვიცი, ხედავ? სუსტი ვარ ბევრად, დღეს სიყვარულის წერილებს ვწვავდი, თუმცა როდესაც დაბრუნდი ისევ, კვლავ გახარებულ პატარას ვგავდი.
ვიცი, რომ წახვალ, ან წავალ ალბათ, ვიცი, რომ გზები ერთმანეთს ცდება. დაგელოდები? არ ვიცი, არა, თუმცა ამ ქვეყნად რა აღარ ხდება.
ეს მომეწონა. არ ვიცი, ხედავ? სუსტი ვარ ბევრად, დღეს სიყვარულის წერილებს ვწვავდი, თუმცა როდესაც დაბრუნდი ისევ, კვლავ გახარებულ პატარას ვგავდი.
ვიცი, რომ წახვალ, ან წავალ ალბათ, ვიცი, რომ გზები ერთმანეთს ცდება. დაგელოდები? არ ვიცი, არა, თუმცა ამ ქვეყნად რა აღარ ხდება.
ეს მომეწონა.
13. კარგი ლექსია,ლამაზია და გულწრფელი.ისე რაც შეეხება შენს კომენტარს,წასვლა-მოსვლა მომაბეზრებელია,ან დატოვე ან გაუშვი სამუდამოდ :) მოკითხვა და ++ კარგი ლექსია,ლამაზია და გულწრფელი.ისე რაც შეეხება შენს კომენტარს,წასვლა-მოსვლა მომაბეზრებელია,ან დატოვე ან გაუშვი სამუდამოდ :) მოკითხვა და ++
11. იცი შენ ჩემი აზრი შენს ლექსებზე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სათქმელს ყოველთვის სადად და ფერუმარილის გარეშე გადმოსცემ, ნაღდი, წრფელი გრძნობით. ეს ყველას არ გამოსდის. ვერც გამოუვათ. კარგია ძალიან! იცი შენ ჩემი აზრი შენს ლექსებზე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სათქმელს ყოველთვის სადად და ფერუმარილის გარეშე გადმოსცემ, ნაღდი, წრფელი გრძნობით. ეს ყველას არ გამოსდის. ვერც გამოუვათ. კარგია ძალიან!
10. არაჩვეულებრივო შენ ნუცდილობ ყოველთვის განსხვავებული კომენტარის დატოვებას :)) არაჩვეულებრივო შენ ნუცდილობ ყოველთვის განსხვავებული კომენტარის დატოვებას :))
9. მე მოსწონს ეს ლექსი :) :) ++ მე მოსწონს ეს ლექსი :) :) ++
8. ოჰ, ლევან, სად შეგვიძლია ამდენი რომანტიკა ან რა წვა და დაბოლება აგიჩემებია ამხელა კაცს :)
ჩემი სამი ქულა :) ოჰ, ლევან, სად შეგვიძლია ამდენი რომანტიკა ან რა წვა და დაბოლება აგიჩემებია ამხელა კაცს :)
ჩემი სამი ქულა :)
7. უნდა წავიდეს იასნია მაგას აქვს მუღამი რომ მოგენატრება და მერე რომ მოვა მერე ისევ რომ წავა რომ მოვა წავა მოვა და ა.შ :)) ისე მოსაბეზრებელია სულ ერთი და იგივე სახის ყურება მთელი ცხოვრება :) მადლობა ყველას :* უნდა წავიდეს იასნია მაგას აქვს მუღამი რომ მოგენატრება და მერე რომ მოვა მერე ისევ რომ წავა რომ მოვა წავა მოვა და ა.შ :)) ისე მოსაბეზრებელია სულ ერთი და იგივე სახის ყურება მთელი ცხოვრება :) მადლობა ყველას :*
6. ამ ავტორთან (თუ კარგად მახსოვს) რაც წამიკითხავს ეს ყველას სჯობს, თუმცა მე მაინც არ მომწონს ასეთი პათოსის ლექსები. თან ხოტა გაწელილია, უფრო მოკლედ და არადამღლელად შეიძებოდა სათქმელის გადმოცემა, ალბათ. ამ ავტორთან (თუ კარგად მახსოვს) რაც წამიკითხავს ეს ყველას სჯობს, თუმცა მე მაინც არ მომწონს ასეთი პათოსის ლექსები. თან ხოტა გაწელილია, უფრო მოკლედ და არადამღლელად შეიძებოდა სათქმელის გადმოცემა, ალბათ.
5. ამ ავტორის ლექსები მახსენებს რას ერქვა ადრე ლექსი :)
ამ ავტორის ლექსები მახსენებს რას ერქვა ადრე ლექსი :)
3. ვინ იცის... კარგი ლექსია, მომეწონა. ვინ იცის... კარგი ლექსია, მომეწონა.
2. ერთხელ წასულს უკან ნუ მიიღებთ, თორემ ის ისევ წავა ;))) ++ ერთხელ წასულს უკან ნუ მიიღებთ, თორემ ის ისევ წავა ;))) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|