ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
25 სექტემბერი, 2014


რა ჰქნა?

რა ჰქნა?

წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? -გადარია ნაკადული,
დიდ მდინარედ გადაიქცა მთის წვრილ ღარში ჩაკარგული.

თოვლის ფიფქმა, თეთრად , თეთრად გადაპენტა არე -მარე,
გუნდაობენ ონავრები და გამორბის ყველა გარეთ.

ყინვამ, იცით, რა ჰქნა ყინვამ,ძვალ რბილში რომ უცებ ატანს?
საახალწლოდ ფანჯრის მინა ყვავილებით მოგვიხატა.

იმ ვერაგმა, საძაგელმა ქარბორბალამ რა ჰქნა იცით?
დაამტვრია ტოტები და არ ეშვება ხარხარს, სიცილს.

მზის სხივმა კი რა ჰქნა იცით? დედამიწას სითბო მისცა,
გაიღიმა, ქვე დაეშვა, ყვავილები გააღვიძა.

ხოლო სიომ მონაბერმა,სიყვარულსა მისცა ბანი,
დაუბერა ნაზად ვარდს და ჩაახუტა მას შროშანი.

დილის ნამმა რა ჰქნა ნეტავ,შევეკითხოთ თვითონ მასაც,
თურმე, მწყურვალ მინდვრის ყვავილთ ცით ნაჟური წყალი ასვა.

ცის გუმბათზე გაიშოლტა, შვიდი ფერის ცისარტყელა,
გახაფხული აზეიმა, მას შეჰხარის, ლაღობს ყველა.

მზე არიგებს უხვად სხივებს,მთებს ატირებს,აღარ ნანობს,
ხედავ?!თურმე, ბუნებაც კი, ფუსფუსებს და საქმიანობს.

მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები