 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: დრამატურგია 9 დეკემბერი, 2008 |
მივიწყებულ რკინიგზაზე იშვიათად თუ ჩამოივლის ტყვეებით გადატენილი მატარებელი. ნაცრისფერია სოფლის სადგური მტვირთ და ფიქრებით.. ავადმყოფური მზერით ისვრიან ყეფას ძაღლები, კვნესას ქალები, ტირილს ბავშვები... არ ყავთ კაცები... დაძრწიან მაწანწალა, დასვრილი ხალხები, მოსაცდელ სკამებზე ჩამოდის ფიფქები, წვეთები, ცრემლები... დახეულ შარვალში, დახეულ კეტებში, დასვრილ მაიკაში გამოპრანჭული პატარა ბიჭუნა ბურთს ედევნება და ხელებში ლურჯ იებს მალავს. ოქროს ძაფივით გზა გაიგნო პატარა ბურთმა - გაგორდა ტალახში, გაგორდა შარაზე, შევიდა ეზოში, დაეშვა თავქვე. ერთმა ფეხი ჰკრა, მეორემ ბანი სცა, მესამემ გაატარა.. გავიდა კარში - მივიდა სადგურზე... დაჭკნა ერთი ია, დავარდა მეორე, დასცვივდა ფოთლები მესამე ყვავილს.. ბურთი მიგორავს, ბიჭი მას მისდევს, მირბის, მირბის, მირბის... თეთრკაბიანი პატარა გოგონა უკან ბრუნდება, მის ბურთს აჩერებს და ხელში იღებს.. იამ ჩაანაცვლა ტალახიანი და ნაცემი ბურთის ადგილი... ნაცრისფერ სადგურზე მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმის, შორიდან კი თეთრი ბოლი ახლოვდება.. აინთო წითელი და ჩამოდგა დაჟანგული მატარებლის გაწითლებული ვაგონები, ჩატეხილი ფანჯრებიდან კი რამდენიმე, გაურკვეველი მიმართულებით გაშვერილი გაპარჭყული თითები მოსჩანს... ერთი ჯალათი შეიცვალა მეორეთი - მემანქანემ საჭე მოირგო... ისევ წავიდა დარდიანი მატარებელი, ალბათ დღეს ღამე რომელიმე სოფელს სიკვდილის სუნი აუვა... ლიანდაგებზე მიბარბაცე მატარებლიდან პატარა ხელმა პატარა ბურთი პატარა გოგონას ესროლა.. გასკდა რკინის ბურთი! ბოლო მატარებლის ბოლო ჩამოდგომა ბოლო სიკვდილის ფერი მძიმე ტყვეებით.. თეთრი, სუფთა კაბა უცებ შეიღება ორი ახალგაზრდას სისხლის წვეთებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს არაა დრამატურგია ჟანრი შეცვალე ისე კარგია 5 ვწერ ეს არაა დრამატურგია ჟანრი შეცვალე ისე კარგია 5 ვწერ
7. დააა კარგია :) დააა კარგია :)
5. 8 გრამატიკული შეცდომები იპოვნე ძვირფასო... 8 გრამატიკული შეცდომები იპოვნე ძვირფასო...
4. ნიჭიერო! ;) ნიჭიერო! ;)
3. კარგია, ოღონდ ძალიან სწრაფად მოყრილი სიტყვებია: ანუ სიჩქარით მოყოლილი. კარგია, ოღონდ ძალიან სწრაფად მოყრილი სიტყვებია: ანუ სიჩქარით მოყოლილი.
2. ცოტა დასახვეწი მაქვს.. ცოტა დასახვეწი მაქვს..
1. მძიმეა!...:( მძიმეა!...:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|