ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკას გამოვეკიდე და თმებზე ცეცხლი წავუკიდე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 დეკემბერი, 2008


მეტსახელები

აქ შეკრებილი მეტსახელები კონკრეტულ ადამიანებს ჰქვიათ. უგვარსახელოდ ისიამოვნეთ. :)

თაფლა
ბავშვობაში თაფლისფერი თმები ჰქონია, დედა ხშირად ეძახდა: ”ჩემი თაფლა, თაფლისფერო”. შერჩა ეს მეტსახელი.

ქულა
ბამბის ქულასავით თეთრი ყოფილა და ამიტომ ეძახდნენ ”ბამბის ქულა!” ”ბამბის ქულა!” ”ქულა!” “ქულა!”
მის შვილს დღემდე ქულიჩით მოიხსენიებენ.

მურა
ბავშვობიდან შავი ყოფილა. დედამისი მოფერებისას მიმართავდა ხოლმე: ”ჩემო მურიანო ბიჭო! ჩემო საყვარელო მურიკო!”

ჰაცი-ვალა
მამამისს ჰყოლია ვირი. პატარა ვალიკო სულ ვირზე იჯდა და სეირნობდა. როცა ვირი გაჯიუტდებოდა, შესძახებდა ხოლმე: ”ჰაცე, ვირო!” ”ჰაცე, ვირო!” ასე შეერქვა ეს მეტსახელი.

კურიცა
მოყვარული ყოფილა მამლების ჩხუბის. უბანში დიდი სანახაობა იმართებოდა ხოლმე - თავისი მამალი მეზობლის მამალთან დაჰყავდა საჩხუბრად.

წკიპა
ძალიან პატარა ტანისაა და ამიტომ ეძახიან ”წკიპას”.

ძუნძულა
ბავშვობაში ძალიან მსუქანი ყოფილა, კი არ დარბოდა, დაძუნძულებდა. “ძუნძულა, ძუნძულა!” - ეძახდა ყველა.

ჩურჩხელაანთ ნაყო
მამა ძალიან მაღალი, ჩურჩხელასავით სწორი, გამხდარი კაცი ყოფილა, დაარქვე ”ჩურჩხელა”, ხოლო მის შვილს - ჩურჩხელაანთ ნაყო.

მანჭია
სახის გამომეტყველების გამო დაერქვა მანჭია. აქვს ძალიან დაღარული, დამანჭული სახე, რაც მკაცრ შეხედულებს აძლევს მას. მეზობლებს დაავიწყდათ მისი ნამდვილი სახელი და მანჭიას ეძახიან.

ჩხვინკო
ბავშვობიდანვე ძალიან გამხდარი, ჩხირივით ძვალტყავა ყოფილა, ხუმრობით დაძახილი ”ჩხვინკო!” დღემდე შერჩა.

რადიო
ჰყვარებია მაღალი ხმით ლაპარაკი. თანაც გაჩერება არ იცოდა. ეტყოდნენ, რა რადიოსავით ლაპარაკობ, ცოტა ხმას დაუწიეო.

აფერისტი
ბავშვობაში სცოდნია ბევრი ტყუილი, ყველას ატყუებდა, ოსტატურად გააცურებდა და არასოდეს ასრულებდა მიცემულ სიტყვას. ამიტომ დაარქვეს აფერისტი.

ფლანჩო
სულ უწესრიგოდ ჩაცმული დადიოდა, ფლარჩვებით. მეზობლებმა ამიტომ შეარქვე ”ფლანჩო”.

ცინგლიაანთ ნინა
ნინას მამას გამუდმებით სურდო ჰქონია, ცხვირიდან სულ ცინგლი ჩამოსდიოდა, ცინგლიანი შეარქვეს, მის შვილს ნინას კი - ცინგლიაანთ ნინა.

ქონო
ერთ დღეს ზეთი ჩამოუტარებიათ სოფელში. ეს კაცი პატარა ყოფილა, დედასთან გაქცეულა, დავიწყვებია ზეთი და უხარებია: ჩქარა, დედიმ ქონია, ქონიო. შერჩა ზედმეტსაელად ”ქონო”.

მტრედა ვალა
რამდნიმე წლის წინ გატაცებული ყოფილა მტრედების მოშენებით და ამიტომ შეერქვა ეს მეტსახელი.

კურდღელა
ეს მეტსახელი ბავშვობაში შეერქვა, რადგან კურდღელივით გრძელი დაცქვეტილი ყურები და წინ წამოწეული კბილები ჰქონდა.

ჟამო
ძალიან მტირალა ბავშვი ყოფილა, რომელსაც ადვილად ვერ გააჩუმებდი. ბებიამისი მოფერებით “ჟამოს” ეძახდა, ჩვენი ჟამიაო. დღემდე შერჩა ბებიას შერქმეული სახელი.

პარო
თურმე ბავშვობაში ის და მისი ძმა დადიოდნენ ხოლმე მსხლის მოსაპარად. ერთხელ მონდომებია მსხალი, მისულა ძმასთან და უნდოდა ეთქვა: მოდი, ორივემ ერთად მოვიპაროთო. პატარა ყოფილა და გამართულად ლაპარაკი ჯერ არ იცოდა. ძმისთვის უთქვამს: ”შენც პარე და მეც პარეო”. ამის შემდეგ დაერქვა მას “პარო”.

ბადე
მას უყვარდა ნადირობა. ერთხელაც სანადიროდ წასულან ბიჭები. თოფმომარჯვებულები სხედან და ელოდებიან, ან ახლა ჩამოივლის ნადირი, ან ახლაო. ამასობაში მშვენიერმა შველმა მას ასე სამ მეტრში გაუარა. ის კი დაიბნა, თუ რა მოუვიდა არ ვიცით, მაგრამ ცხადია, რომ შველი ვერ მოკლა. ბიჭებს დაუწყიათ ჩხუბი, სამ მეტრში გაგირბინა შველმა და ვერ მოკალიო? მას კი თავი გაუმართლებია და უთქვამს: ბიჭო, ბადე რომ მქონოდა ნამდვილად დავიჭერდიო.
ამის შემდეგ დაერქვა მას “ბადე”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები