ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2014


სალაპარაკო



ახლა  აქ  დგომას  *გაჩერება* ჰქვია  სახელი.
დავიწყებულმა  საქმეებმა
აზრი  დაკარგა.
ჩვენია  ისევ  თავისთავად  ძველიც ,ახალიც,
გვახსენდება  და
ყველაფერზე  ვიწყებთ  ლაპარაკს.

საუბრის  თემა- პოლიტიკა,
გვესმის, ვუყურებთ.
ახლა  კანონს  აქვს  სხვა  წესი და  დანიშნულება.
ახალ  განაჩენს  ძველებურად  ფეხთით  გიყრიან
და გახსენებენ  რომ არაფრის  არ  გაქვს  უფლება.

საუბრის  თემა -- ისტორია.
ყველა ომიდან
წაგებული  თუ  მოგებული  სამშობლო  გვტკივა.
არის თაობა - მომავალი,სხვათა  შორის  და
ამ  მომავლისთვის  საფეთქელსაც  მივუშვერთ    ტყვიას.

ისევ  ვსაუბრობთ  მშვიდობაზე.
გვჭირდება,გვინდა.
აღარ  დაადგა  იარაღის  ჩხარუნს  საშველი.
ვინ  სად შეიჭრა,
ვინ  თავს  იცავს,
ვინ  არის  მშვიდად
ვეღარ  გავიგე  სად  გროვდება  შუღლი  ამდენი.

საუბრის  თემა -  მეგობრობა
ჩემი  და  თქვენი.
ჩვენი  და  შენი  მეგობრობის  ვთვქი  დღეგრძელობა.
არ  დავიტოვეთ  დამალული  სიტყვა  არცერთი
და  ერთმენეთის  გვიხაროდეს არის  მცდელობა.

თემა  საუბრის -  სიყვარული,
წერენ, ვკითხულობთ.
დიდი  პატივით  მოგიკითხავთ  იმერ-ამიერს.
ყველა სიკეთე  რა თამა უნდა  მინდა  გისურვოთ
და  სიყვარულით    გვედღერგძელოს
მრავალჟამიერ !
                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები