ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


***

რატომ გაწვიმდა?!
ნუთუ ღრუბლები დაგროვდა სულში,
ცრემლების თქეშმა სახე გალუმპა,
ამაღამ წვიმას თუ გადავურჩი
დილით უშენო დარი დამრუპავს.
რატომ შემცივდა?!
ნუთუ ზაფხული გვისტოს გაჰყვა
და შემოდგომით აპირებს ქორწილს,
თუმცა მარტო ვარ, ავედევნები
ფოთოლთ მაყრიონს სხივისფრად მოსილს.
რა მომივიდა?!
ნუთუ ვგიჟდები, ყოველი ფეთქვა
თავს აზვირთებულ სიყვარულს უძღვნის...
თვალებს ვხუჭავ და ხარბად ვისრუტავ
სურნელს არეულს შენი და ყურძნის,
სურნელს მოტანილს დასავლეთიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები